კახა კალაძე: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ
დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმი იმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა.
კახა კალაძემ ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძეს.
„მივესალმები და მადლობას გადავუხდი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ჩვენს ახალგაზრდებს. ასევე, მივესალმები ჩვენს უცხოელ სტუმრებს პროფესორ ჯონ მერშჰაიმერს, პროფესორ ჯეფრი საქსს, ევროპარლამენტარ მიქაელ ფონ დერ შულენბურგს, ევროპარლამენტარ რუთ ფირმენიჩს.
მოხარული ვარ, რომ თბილისი კვლავ მასპინძლობს თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონულ ფორუმს, რომლის მთავარი თემაა „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“. ეკონომიკური ზრდა, სოციალური თანასწორობა და გარემოს დაცვა ის ფუნდამენტური საკითხებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაძლევს იმედს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ თბილისს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ინვესტიციების მოზიდვას.
„ყველას კარგად გვესმის, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ სტატისტიკა და ეკონომიკური მაჩვენებლები არ არის. ეს არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, განვითარებული ქალაქები, ახალი ინფრასტრუქტურა, ახალი საწარმოები, სამუშაო ადგილები; ეს არის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა, რომელიც მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვას ეფუძნება.
მოხარული ვარ, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ თბილისს, როგორც რეგიონული თანამშრომლობისა და დიალოგის ცენტრს, კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს ახალი პარტნიორობის ჩამოყალიბებას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციური იდეების გაზიარებასა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას.
მჯერა, რომ მხოლოდ ერთიანობით, პასუხისმგებლობისა და საერთო მიზნების გაზიარებით შევძლებთ ღირსეული გარემოს შექმნას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერთან ერთად, ღონისძიებას ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მოადგილეები - ირაკლი ბენდელიანი, ანდრია ბასილაია, კახა აბულაძე და უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან.
ფორუმში მონაწილეობენ საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უცხოელი და ქართველი ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. მათ შორის, ფორუმში მონაწილეობს მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის 50 წარმომადგენელი.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პლენარული სესიები და თემატური პანელური დისკუსიები.
თბილისის რეგიონული ფორუმი 2007 წელს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების (LED) ინიციატივის სახით დაფუძნდა. ფორუმი წარმოადგენს სივრცეს, სადაც განიხილება ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი, ტექნოლოგიური და გეოპოლიტიკური პროცესები. სწორედ ამ ფორმატში შეიქმნა „მშვიდობის პლატფორმა", რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად იმართება მაღალი დონის დისკუსიები მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ურთიერთკავშირის შესახებ.
1780559584
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან
„ყველა სახელმწიფო ამოდის საკუთარი ინტერესებიდან შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია იწყებს საუბარს ურთიერთობების გადახედვაზე, მათ შორის რუსეთთან“, - ამის შესახებ...
1780558269
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, ხარისხიანი განათლება
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა...
1780557485
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი: გლობალური ბუნდოვანებისა და მედიააღქმების ეპოქაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ვექტორს, რომლის ერთგულიც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა
„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერია კვლავ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომლის სახელწოდებაც „ამიერკავკასიის დაკავშირება მდგრადი მომავლისთვის“ ზუსტად უპასუხებს იმ გეოპოლიტიკურ და ეგზი...
1780555822
ახალი ამბებისამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ.მა...
1780554738
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხე...































