პრემიერი: თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედი ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილ კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება მყისიერი იქნება
ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, რეაგირება იქნება მყისიერი.
„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ამ ბრძოლის გაგრძელებას და აქამდე არსებულ მიღწევებს, თუ ვინმე მოიტანს ერთ ფაქტსაც კი, რომელიც უკავშირდება სამინისტროების, სახელმწიფო საწარმოების მოქმედ ხელმძღვანელობას და მათ მიერ ჩადენილ რაიმე კორუფციულ გადაცდომას, ერთ ფაქტსაც თუ მოიტანენ, ყველას გპირდებით, რომ რეაგირება იქნება მყისიერი.
თუმცა ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ დღეს ყველა სამინისტრო, ყველა სახელმწიფო საწარმო მუშაობს აბსოლუტურად სუფთა პრინციპით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ზეპირად საუბრობენ რაღაც თემებთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი მოიტანონ ნებისმიერი უწყებიდან, ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოდან კორუფციასთან დაკავშირებული და მყისიერი რეაგირება გვექნება.
ჩვენ იმდენად გავასუფთავეთ, გავწმინდეთ სისტემა, მათ შორის გავაუმჯობესეთ პროცედურები, რომ ვერავის მოაქვს ერთი ფაქტიც კი, რომელიც უკავშირდება კორუფციას. ხედავთ, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, მთელ რიგ საქმეებზე უკვე დამდგარია განაჩენი, შესაბამისი უწყებები იძიებენ შესაბამის საქმეებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
1781359489
ახალი ამბებითორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს
ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...
1781356869
სპორტიაშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...
1781354620
მსოფლიოირანის მოკლულ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ
ირანის ყოფილ უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის 9 ივლისს დაკრძალავენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მანამდე, 4 ივლისს სამგლოვიარო ცერემონიალი დაიწყება. ხუთი დღის განმავლობაში ირანის მოსახლეობ...
1781353075
საზოგადოებადიმიტრი სამხარაძე: ვერ მოახერხებთ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველი ხელისუფლების თქვენივე ჯალათურ რეჟიმთან გაიგივებას. არც პოლიციის დისკრედიტაციის უფლებას მოგცემთ და არც ქვეყნის არევის შესაძლებლობას - კანონი ყველასთვის ერთია
გუშინ მოდელირებული ქრონიკის შემოქმედებმა წარსულის მოვლენების ახალი ინტერპრეტაცია შემოგვთავაზეს, უკვე დასჯილი პოლიციელები კი საზოგადოებას დაუმალეს. წინასწარ მომზადებული ნაც-ბაბლი ააქოთქოთეს და, როგორც...
1781353000
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შსს-ს დღევანდელი სახეა
ის, რაც ნოდარ მელაძემ საკუთარ ეთერში გააკეთა, არის პროპაგანდის ყველაზე ბინძური ფორმა. აიღო 2022 წელს მომხდარი ძალადობის კადრები და საზოგადოებას ისე მიაწოდა, თითქოს ეს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტრო...




























