კახა კალაძე: დაპატიმრებულს პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს, კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

„არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულზე საუბრისას აღნიშნა.
კახა კალაძის თქმით, პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მსგავსი ქმედებები სცდება კანონის ფარგლებს.
„თქვენ რა იცით ხუთ წელს მიუსჯიან თუ რამდენს? მოსამართლე ხართ? არსებობს კანონები, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. პატიმრობა შეეფარდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებები ჰქონდეს. მე რომ მოვიდე თქვენს სახლში და დაგიზიანოთ რაიმე, მოგეწონებათ?
მე დავინახე, რომ სხვა ადამიანებიც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისმა უწყებამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა. კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ აღნიშნულ შენობაზე საარჩევნო ბანერი კანონიერად არ იყო განთავსებული, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბანერის გაკვრაზე მეპატრონის ნებართვა არსებობს.
„ტყუილია, რომ თითქოს ჩვენი ბანერი კანონიერად არაა განთავსებული. თქვენ ირაკლი აბესაძეს თუ დაუჯერებთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და დიდი გამოცდილება მაქვს.
თქვენ თუ გინდათ, აბესაძეს დაუჯერეთ. ისტორიულ ზონაში არსებულ შენობაზე ბანერის განთავსებას მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მფლობელის ნებართვა, რაც გვაქვს, რადგან აღნიშნული ფართი საარჩევნო შტაბისთვის ვიქირავეთ. შესაბამისად, ბანერის გაკვრაც შეგვიძლია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
1757590152
ახალი ამბებისუსმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალ...
1757589360
საზოგადოებაკახა კალაძე „მეგობარ აქტზე“: რეალურად მტრული აქტი იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა
„მეგობარი აქტი“ რეალურად მტრული იყო და მეგობრობის იქ არაფერი ეწერა“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ დემოკრატი კონგრესმენის, სტივ კოენის მიერ ჰელსინკის კომისიაში გაკეთებული იმ განცხადების შეფასე...
1757589263
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: ამაყები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამ...
1757588532
საზოგადოებაირაკლი კობახიძე ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის, საქართველო ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად გლოვობს ამ დანაკარგს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონსერვატორი ლიდერის ჩარლი კირკის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. აღნიშნულის შესახებ ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს. როგორც პრემი...
1757588236
ახალი ამბებილევან მახაშვილი „მეგობარ აქტზე“: ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში
ნებისმიერ შემთხვევაში ამ აქტს ვუყურებთ როგორც მტრულ აქტს ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის ნაწილში, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა...