კახა კალაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები - ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„ეს არის სრული ბოდვა. მგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას ამის უკან“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ქვეყნის შიგნით რა კანონებია მისაღები, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს.
„ეს არის სრული ბოდვა. მგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა არის ამის უკან: ჩვენ გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი, გვთხოვენ, რომ გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი“, ასევე, ამერიკული „ფარა“ და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ მათი სურვილების შესაბამისად. ბევრჯერ ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რაც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები, დავალებები და თავჩაღუნული იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია და არა გარედან ვიღაცების დავალებით და თითის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებებით,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, თუ ვის ინტერესებს ემსახურება აღნიშნული ანგარიში, მერი პასუხობს:
„ვხვდებით, რა პროცესები მიდის. მაგალითად, უკრაინის სასამართლომ დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება. ყველაფერი ვიცით, საით მიდის. გარე აქტორების სურვილია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, უკრაინა, გამოყენებული იყოს მათი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ღიად, გაცხადებულად, რომ არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომ დავაზიანოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, ჩვენი ეკონომიკა, ქართველი ხალხი. ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება. ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხის სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა აღნიშნულ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირეს.
„მთელმა რიგმა ქვეყნებმა, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი, მხარი არ დაიჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სრული ბოდვა, რაც არის ამ დოკუმენტში“, - აღნიშნა მერმა.
მერმა აღნიშნულ ვითარებაში ხელისუფლების სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს.
„ჩვენი სამოქმედო გეგმა არის მარტივი - გადაწყვეტილებები, რომელთა მიღება ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ეს იქნება კანონების მიღება თუ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, ყველაფერი კეთდება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ ხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, როგორი საფრთხის წინაშე დგას მთელი მსოფლიო.
შესაბამისად, ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვიღაცას, დიდ ქვეყანას, დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ქვეყანა გამოიყენოს თავისი ინტერესებისთვის. ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს, საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი, რამხელა უბედურება შეიძლება მოიტანოს ომმა, 2008 წლის ტკივილები და ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოგვიშუშებია. შესაბამისად, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1773405060
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს
„აი, რის გაუქმებას გვთხოვენ: კონსტიტუციით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩვენთან აკრძალულია იმ გაგებით, რომ მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს და მიმსგავსებული ურთიერთობაც აკრძალულია ამ კანონით - რა...
1773404142
მსოფლიოთურქეთი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მესამე ირანული რაკეტა გაანეიტრალა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან ნატომ თურქეთის თავზე მესამე რაკეტა გაანეიტრალა. „ირანიდან გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალის...
1773403418
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ო...
1773402767
ახალი ამბებილევან ზაუტაშვილი ტყიბულის სტიქიაზე: მოსახლეობის პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია, განსაკუთრებული ჩარევა ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ არის
ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. როგორც მედიასთან რეგიონული განვითარების მინისტ...
1773401043
ახალი ამბებიანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა
წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, - ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვ...






























