ანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა

წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, - ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვირვება გრძელდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების სამი ჯგუფი 12 მარტის დილის საათებიდან მონიტორინგს ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე.

წინასწარი შეფასებით, ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას. მიმდინარეობს საველე საფეხმავლო გეოლოგიური დაკვირვებები და დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილების დინამიკა და ზონები.

სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოახდინეს მოსახლეობის სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ გაყვანა. ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და ვაგრძელებთ დაკვირვებას“, - განაცხადა ნამიჭეიშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773400438

ახალი ამბები

ფრანგი ჟურნალისტი: გუნდი სათადარიგო სკამიცაა, კვარაცხელიას გოლში ნიჭთან სითამამე იყო შერწყმული

RMC Sport-ის ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ „პარი სენ-ჟერმენი“-„ჩელსის“ მატჩზე საუბრისას, ხაზი გაუსვა ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავ თამაშს, რომელმაც შეცვლაზე შემოსულმა გადაწყვიტა მატჩის ბედი, შეასრ...

ხვიჩა კვარაცხელია

1773399936

ახალი ამბები

საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის კლიმატის ცვლილების თაობაზე თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. დოკუმ...

ა კორეის რესპუბლიკი

1773399453

ახალი ამბები

როგორი ამინდია უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი?

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზ...

წვიმიანი ამინდი

1773397383

ახალი ამბები

კახა კალაძე თინა ხიდაშელის ჩეხეთში რეგისტრირებული NGO-ს თაობაზე: თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ქართულ საქმეს ემსახურება, ეს საამაყო უნდა იყოს და ამის, არათუ დამალვა, პირიქით, აფიშირება უნდა ხდებოდეს. როგორც კალაძემ დღეს ჟურ...

კახა კალაძე

1773396319

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არანაირი საერთო არ აქვს ჰააგის სასამართლოსთან, ამ ეტაპზე ჰააგაში რაიმეს გადამისამართება ღიმილის მომგვრელია, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს

უსაფუძვლო ბრალდებები გასული წლების განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში არსებული დასკვნა სწორედ ამ უსაფუძვლო ბრალდებების კრებულია, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაც...

ლევან მახაშვილი