თენგიზ შარმანაშვილი: ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია, მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს
„აი, რის გაუქმებას გვთხოვენ: კონსტიტუციით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩვენთან აკრძალულია იმ გაგებით, რომ მის რეგისტრაციას სახელმწიფო არ მოახდენს და მიმსგავსებული ურთიერთობაც აკრძალულია ამ კანონით - რა ვქნათ, ქართველო ხალხო, დავუჯეროთ და დავუშვათ ასეთი ურთიერთობის რეგისტრაცია? საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრძალულია ერთნაირსქესიანთა ურთიერთობისა და ინცესტის პროპაგანდა. დავუშვათ ასეთი მანიფესტაციები და შეკრებები, სადაც ინცესტი იქნება პოპულარიზებული? გადავცეთ 2 და 3 წლის ბავშვები ასეთ ოჯახებს? სადაც მათი მშობლები თვითონ ვერ გარკვეულან, რომელი სქესის წარმომადგენლები არიან?“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს.
„ამავე ანგარიშში თქვენ აღმოაჩენთ სრულიად გამაოგნებელ ჩანაწერს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციას უნდა მიმართონ მომწამლავი ნივთიერების გამოყენების შესწავლის თაობაზე. 2-3 თვეა, ამას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომ მზად არის ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციას მიაწოდოს ნებისმიერი, მათ შორის გრიფით „საიდუმლო“ ინფორმაცია.
მთელი ამ ხნის განმავლობაში, არავინ არ დაინტერესებულა და ახლა, თურმე, თვითონ ითხოვენ, რომ ეს ვინმემ გააკეთოს. ასე რომ, ეს მუქარები თავისთვის შეინახონ. მოახდენენ რეალიზაციას? ეს იქნება მათ წინააღმდეგ გამოყენებული მახვილი ისევ ჩვენ მიერ, რადგან ეს მახვილი არის სიმართლე“- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
1773404639
ახალი ამბებიკახა კალაძე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე: დასრულდა ის დრო, როდესაც გარედან მოდიოდა მითითებები - ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„ეს არის სრული ბოდვა. მგონი ყველა კარგად ხვდებით, თუ რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და რა დგას ამის უკან“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში...
1773404142
მსოფლიოთურქეთი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მესამე ირანული რაკეტა გაანეიტრალა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის დაწყებიდან ნატომ თურქეთის თავზე მესამე რაკეტა გაანეიტრალა. „ირანიდან გაშვებული და თურქეთის საჰაერო სივრცეში შესული ბალის...
1773403418
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვის, ანგარების მოტივით უკანონოდ გავრცელების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე ო...
1773402767
ახალი ამბებილევან ზაუტაშვილი ტყიბულის სტიქიაზე: მოსახლეობის პირველადი საჭიროება მაქსიმალურად დაკმაყოფილებულია, განსაკუთრებული ჩარევა ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან არ არის
ტყიბულში მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და მათ საჭიროებებს გაეცნენ. როგორც მედიასთან რეგიონული განვითარების მინისტ...
1773401043
ახალი ამბებიანრი ნამიჭეიშვილი: სოფელ კურსებში მიმდინარეობს გეოლოგიური დაკვირვებები, მათ შორის დრონით მონიტორინგი, რათა განისაზღვროს მეწყრის გადაადგილება და დინამიკა
წინასწარი შეფასებით, სოფელ კურსებში ადგილი აქვს ძველმეწყრული სხეულის რეაქტივაციას, - ამის შესახებ გეოლოგმა ანრი ნამიჭეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მეწყრული პროცესი აქტიურ ფაზაშია და დაკვ...






























