კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე.

„ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ თბილისის მერმა და ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ოპონენტების კითხვებსაც უპასუხეს.

„ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით 200
ერთეულ ავტობუსს ვყიდულობთ იმისათვის, რომ არ დაგვრჩეს ქალაქში უბანი, ქუჩა, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება; რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ქალაქში გადაადგილება შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საავტობუსო ზოლებით იყოს კომფორტული.

ასევე, ახსენეთ ტრამვაი - პროექტის სატენდერო პროცედურების პირველი ეტაპი დამთავრებულია. მიმდინარეობს საკმაოდ მოცულობითი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა, კონკრეტული საკითხების დაზუსტება და ივნისის
ბოლოსთვის უკვე შევძლებთ, გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. 36 თვეა სამუშაოების წარმოების ვადა და თბილისს ექნება ტრამვაის სახით პირველი პროექტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო, ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ახალი ავტობაზის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და აბსოლუტურად ყველა 18-მეტრიანი ავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იქნება გაშვებული.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780345577

საზოგადოება

კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ

ბიზნეს სექტორის როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში დიდია, შესაბამისად ჩვენი მხრიდან მხოლოდ ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში გადაცემა „...

კახა კალაძე

1780345094

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ

26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მ...

გიორგი ტყემალაძე

1780344460

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით

ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალა...

კახა კალაძე

1780343769

საზოგადოება

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...

კახა კალაძე

1780342747

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...

ლევან მახაშვილი