კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ

რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? „არქისთან“ დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის მიერ შესაბამის თემაზე დასმულ შეკითხვას.

როგორც კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ საუბრისას აღნიშნა, თუკი არსებობს ფაქტი, რომ რომელიმე დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თანამდებობას დატოვებს და საზოგადოებას ბოდიშს მოუხდის.

„რომელი წლიდან არის „არქი“ სამშენებლო ბიზნესში? 2006 წლიდან, მაშინ, როდესაც მე საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი. „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ერთ ქალაქში დავიბადეთ, გავიზარდეთ, არის ჩემი შვილის ნათლია, თუმცა ეს რა შუაშია? ან რა პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი ან ჩემი ბავშვის ნათლია? რამე არასწორად მაქვს გაკეთებული კომპანია „არქისთან“ დამოკიდებულებაში? არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? გაქვთ რაიმე კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით? თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ და ნებისმიერ კომპანიასთან დაკავშირებით ჩვენ, მუნიციპალიტეტს გვაქვს არასწორი გადაწყვეტილება მიღებული, გპირდებით, რომ თანამდებობას დავტოვებ და ბოდიშს მოვუხდი საზოგადოებას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ასევე, მან უპასუხა ოპონენტის შეკითხვას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ პროექტთან დეველოპერული კომპანია „არქი“კავშირში არ არის.

„პირველ რიგში, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ „არქი“ არანაირ კავშირში არ არის გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან. რაც შეეხება თვითონ გასხვისებას, ძალიან მარტივია, როდესაც შენ იღებ გადაწყვეტილებას, აკეთებ შეფასებას, ამას მუნიციპალიტეტი კი არ აკეთებს. სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიურო აფასებს ყველა შენობას და რა თქმა უნდა, იმ ფასით ტარდება აუქციონი. ჯერ წარმოუდგენელია, როგორ უნდა იყოს ვინმეზე მორგებული. იმდენ სტრუქტურას გადის სატენდერო დოკუმენტაცია, წარმოუდგენელია კომპანიაზე მოარგო დღეს ტენდერი. თუ იმაზე აპელირებ, ცალ-ცალკე რატომ არ გაყიდეთ შენობებიო, ცალ-ცალკე არ გაიყიდა, იმიტომ, რომ ყველა შენობა არ იყო ისეთი მიმზიდველი, ყველას სხვადასხვა პრობლემა ჰქონდა. შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გაყიდულიყო იმ თანხად, რომელიც იქნებოდა ერთობლივად შეფასებული, რომ მინუსში არ გასულიყო მუნიციპალიტეტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780343769

საზოგადოება

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...

კახა კალაძე

1780342747

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...

ლევან მახაშვილი

1780342268

საზოგადოება

კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს

ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1780341100

საზოგადოება

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...

კახა კალაძე

1780338516

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...

რატი იონათამიშვილი