ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნების ფონზე, ევროპა საკუთარი თავის ძიებაშია. როგორც მახაშვილი აღნიშნავს, სწრაფად ცვალებად სამყაროში, ევროპამ ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარება უნდა დაიწყოს.

„მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა. ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის, როლისა და ადგილის ძიებაშია.

სწრაფად ცვალებადი სამყარო საჭიროებს სწრაფად ადაპტირების უნარს, ახალ ინსტრუმენტებს, აგრეთვე, ვიწრო-პოლიტიკურის ნაცვლად, პრაგმატული და სტრატეგიული დღის წესრიგის გატარებას. სხვა შემთხვევაში, ახალ მსოფლიოს ევროპის ნაცვლად სხვები შექმნიან.

ახალ მსოფლიოს ახალი (ან კარგად დავიწყებული ძველი) ევროპა სჭირდება“, - წერს ლევან მახაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780343769

საზოგადოება

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...

კახა კალაძე

1780342268

საზოგადოება

კახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს

ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...

კახა კალაძე

1780341100

საზოგადოება

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...

კახა კალაძე

1780338516

საზოგადოება

რატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...

რატი იონათამიშვილი

1780336102

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ბურთი არის აშშ-ს მოედანზე, ჩვენ ველოდებით ამ სიტყვების რეალურ ცხოვრებაში გადაზრდას

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენა...

დავით მათიკაშვილი