კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია
დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია.
„როცა ჯერ კიდევ საფეხბურთო კლუბ „მილანში“ ვთამაშობდი, გამოცხადდა ტენდერი არსენალის მთაზე მდებარე 80 ჰექტარი მიწის გასხვისებაზე. მე და ჩემმა მეგობრებმა მივიღეთ ტენდერში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. გადავიხადეთ 20 მილიონი დოლარი. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი საპატრიარქოს კუთვნილებაში იყო. შესაბამისად, ტენდერის შედეგები გაუქმდა, ხოლო გადახდილი თანხა არ დაბრუნებულა. 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია. ჩემი მეგობრები კვლავ ამ კომპანიაში არიან და დღესაც მიმდინარეობს მოლაპარაკება ეკონომიკის სამინისტროსთან. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1780343769
საზოგადოებაკახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული
უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლ...
1780342747
საზოგადოებალევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია
საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს...
1780342268
საზოგადოებაკახა კალაძე კორუფციის შესახებ ბრალდებებზე: პირდაპირ გეტყვით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი უწყებაა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალედ ფუნქციონირებს, იღებს გადაწყვეტილებებს და აკეთებს საქმეს
ჩემი მთავარი პასუხი კორუფციაზე მხოლოდ სიტყვები კი არა, კონკრეტული განხორციელებული პროექტებია, ჩვენი საქმე და შედეგებია, რასაც თბილისელები ყოველდღიურად ხედავენ, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ...
1780341100
საზოგადოებაკახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს
ჩემთვის ყველაზე დიდი მიღწევა კონკრეტული პროექტი კი არა, არამედ არის ის, რომ თბილისში ცვლილებები ხდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“. როგო...
1780338516
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: „ნაცები“ ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტრამპის მიმართ სიძულვილით, ეს წლებია გრძელდება
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გაახმიანა ქართული ოპოზიციის საერთო დამოკიდებულება დონალდ ტრამპის მიმართ. რო...



























