კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ - დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ ცივი გონებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე

„საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ყველა მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ყველაფერი ცხადი და ნათელი გახადა.

„ორმაგი სტანდარტის ბევრი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გადავხედოთ მათ მიერ გაკეთებულ ყველა განცხადებას, რა თქმა უნდა, ტყუილითა და სიცრუით გაჯერებულს, რაც ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითია. ამ ტიპის ბევრი სხვა განცხადებაც შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც საქართველოსთან არის დაკავშირებული.

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ამაზე დავიწყეთ საუბარი, რადგან შიგნიდან ბევრი რამ უკეთესად ჩანდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, შეიძლება, ბევრი რამ გაუგებარი იყო, თუმცა დღეს, იმის შემდეგ, რაც მოხდა და რაც ხდება მსოფლიოში, ყველაფერი ხელის გულზე დევს, ყველაფერი ცხადი და ნათელია.

ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ. ის, რომ რაღაც განცხადებები კეთდება, ვითომ მეგობრული, ვითომ ჩვენზე ზრუნავენ - არავინ იკლავს თავს ქართველ ხალხზე და ჩვენს ქვეყანაზე. ყველა გამოდის თავისი ინტერესებიდან.

შესაბამისად, ჩვენ გონიერი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ძალიან ბევრი სირთულე გვაქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765969443

ახალი ამბები

კახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა

„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნ...

კახა კალაძე

1765968454

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა

 ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - განაცხადა...

ირაკლი კობახიძე

1765967590

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ტრადიციულად ვიყავით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, გვქონდა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია

 საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი...

 ირაკლი კობახიძე

1765965316

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც 35 000-მდე პირს საშუალებას აძლევს აღუდგეთ მართვის უფლება

მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინის...

ალექსანდრე დარახველიძემ.

1765962797

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირს ობიექტური გარემოებები არ აქვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

იმედია, ყველა სახელმწიფო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა....

ლევან მახაშვილი