კირცხალია გახარიას პარტიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, ღიმილის მომგვრელია - გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი
„კლოუნადა, რომელიც დადგით ტრიბუნიდან, პოლიტიკური გამოსვლა - თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას - უბრალოდ, ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი, მორალური უფლება ხომ მაინც უნდა გქონდეს ადამიანს“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, გახარიას პარტიის წევრებს, რომლებმაც წარმოადგინეს დადგენილების პროექტი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.
კირცხალიას განცხადებით, „ გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა“ არის „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური გენეტიკური კოდი.
„როდესაც რაღაცაზე ვსაუბრობთ და ვახსენებთ დარბევას, საერთოდ შსს-ს რომ ახსენებს გახარიას წარმომადგენლები, კი გაემიჯნეთ რამდენიმე დღის წინა გახარიას, მაგრამ ესეც თქვენი მორალური სახეა იმიტომ რომ, გამიჯვნა, ტყუილი, გაქცევა, ეს არის თქვენი პოლიტიკური გენეტიკური კოდი. სხვაგან სად წახვალთ. ამ კლოუნადას როგორ უნდა გავცეთ საერთოდ სერიოზული პასუხი, ამ პოლიტიკურ დაკვეთას, ძალიან სწორად შენიშნეს და გითხრეს ჩვენმა კოლეგებმა, რომ საიდან ჩანს, რომ დადგმული პოლიტიკური სიუჟეტი გინდოდათ გაგეთამაშებინათ დღეს აქ, სწორედ ამ კითხვებისგან, ერთმანეთს რომ უსვამდით. ესეც ღიმილის მომგვრელია და დღესაც გითხარით, რომ ალბათ ახალია თქვენთვის საპარლამენტო ცხოვრება და ასეთ შეცდომას შემდეგი დაკვეთის დროს, იმედია სხვა დროს აღარ დაუშვებთ და კიდევ ერთი კითხვა თქვენგან რომელია სტიპენდიატთან, თქვენი პარტიის თავმჯდომარესთან კონტაქტზე, საიდანაც დაკვეთები მოდის. ცოტა ღრმად ჩაგიშალონ ხოლმე რა უნდა გააკეთოთ , როგორ და რა პასუხები გასცეთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალია „გახარია - საქართველოსთვის“ პარტიის წევრებს შეახსენებს, თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი პარლამენტში და როგორ მოიპოვეს 12 მანდატი.
„გრცხვენოდეთ, რომ საზოგადოების სახელით საუბრობთ. რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ, არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ აქ როგორ ხართ? ყოველთვის შეგახსენებთ, რა 12 მანდატზე საუბრობთ, რა ლეგიტიმაციაზე. ვინ არის თქვენი საზოგადოება? ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის? თუ გიგაური, ლომჯარია და „სამოქალაქო საზოგადოება”, გახარია და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია, მეგობრებო. კარგი მენეჯერი აიყვანეთ და თანხა მაინც აიღეთ, გაინაწილეთ შემდეგი დაკვეთების შესასრულებლად, ვინმეს რამეში გამოდგებით თავისი დესტრუქციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1765969971
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში
ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1765969443
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა
„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნ...
1765968454
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა
ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - განაცხადა...
1765967590
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ტრადიციულად ვიყავით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, გვქონდა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია
საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი...
1765965316
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც 35 000-მდე პირს საშუალებას აძლევს აღუდგეთ მართვის უფლება
მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინის...





























