კახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა

„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, საბჭოს მოწოდება რუსეთთან მიმართებით გარკვეული სანქციების დაწესების შესახებ წარმოუდგენელია, რადგან ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს თავად აქვს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები
დამყარებული.

„ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? თავად აქვთ რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა. კონკრეტული ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენ რომ მოგვიწოდებენ, რუსეთს სანქციები დაუწესეთო. გადახედეთ ბოლო წლების სტატისტიკას - რა ეკონომიკური ბრუნვა აქვთ რუსეთთან მიმართებით. სულელები ხომ არ ვართ? თურმე, ჩვენ თუ რუსეთს სანქციებს დავუწესებთ, ამით რუსეთის ეკონომიკას დავანგრევთ. ეს ხომ წარმოუდგენელია. ამით დავანგრევთ საკუთარ ქვეყანას, ეკონომიკას, დავაზიანებთ ქართველ, მშრომელ ხალხს. რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ამ დროს თავად დღესაც აგრძელებენ ვაჭრობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765967590

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ტრადიციულად ვიყავით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, გვქონდა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია

 საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი...

 ირაკლი კობახიძე

1765965316

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გამოცხადდა ერთჯერადი ჰუმანური აქტი, რომელიც 35 000-მდე პირს საშუალებას აძლევს აღუდგეთ მართვის უფლება

მართვის ჩამორთმეულ მოწმობებზე ამნისტია პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს. პრემიერის ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინის...

ალექსანდრე დარახველიძემ.

1765962797

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირს ობიექტური გარემოებები არ აქვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს

იმედია, ყველა სახელმწიფო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა....

ლევან მახაშვილი

1765961290

ახალი ამბები

კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტზე ბევრი ტყუილი, სიბინძურე ვრცელდება, იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში იანვრის ბოლოსკენ უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელე...

კახა კალაძე

1765959346

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია

საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არ არჩეული ევრობიუროკრატების მიერ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც გორ...

არჩილ გორდულაძე