ირაკლი კირცხალია ფრაქცია „საქართველოსთვის“: თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას!
„დღეს ბედობაა და ჩვენს, ე.წ. კოლეგებს გილოცავთ. მინიმუმ ერთი წლით, კიდევ ერთხელ დაგებედათ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივში სიარული და მათი შეკვეთებისა და მესიჯბოქსების გამოტანა აქ, პარლამენტში. რაც შეეხება ამ თქვენ კლოუნადას, რომელიც დადგით ტრიბუნიდან - თქვენი შექმნილი საგამოძიებო კომისია არ გაიშვას“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივას - „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა/თანამშრომელთა მხრიდან შეკრებების შეწყვეტისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“.
მისი თქმით, როდესაც გიორგი გახარიას წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და დარბევას ახსენებს, მას ამის მორალური უფლება არ აქვს.
„როგორ უნდა გავცეთ სერიოზული პასუხი ამ კლოუნადას, პოლიტიკურ დაკვეთას? ეს დადგმული პოლიტიკური სიუჟეტი გინდოდათ გაგეთამაშებინათ დღეს. ღიმილის მომგვრელია კითხვები, რომელსაც ერთმანეთს უსვამდით. ალბათ ჯერ ახალია თქვენთვის საპარლამენტო ცხოვრება და ასეთ შეცდომას შემდეგი დაკვეთისას, იმედია, აღარ დაუშვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, სირცხვილია როდესაც ფრაქცია „საქართველოსთვის“ საზოგადოების სახელით საუბრობს.
„რომელი საზოგადოების სახელით საუბრობთ. არ გრცხვენიათ? ხომ არ დაგავიწყდათ, აქ როგორ ხართ? რა 12 მანდატსა და ლეგიტიმაციაზე საუბრობთ? ვინ არის თქვენი საზოგადოება, ის 300-კაციანი დახელფასებული ბრბო, რომელიც რუსთაველის გამზირზე დარბის, თუ გიგაური-ლომჯარია და სამოქალაქო საზოგადოებაა გახარია და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ თითოეული დანაყოფი? სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. საბოლოოდ, კიდევ ერთი წლით დაგებედათ ის „ნაცური“ ნარატივი, რომელსაც ატარებთ. ერთია „ნაცები“, მაგრამ შეგიძლიათ მენეჯერი აიყვანოთ და სხვადასხვა დაკვეთები შეასრულოთ არა მხოლოდ გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობისგან“, არამედ სხვადასხვა ჯგუფისგან, არასამთავრობო ორგანიზაციისგან და ამ კლოუნადების დადგმაში გარკვეული ანაზღაურებაც აიღოთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
1765971190
ახალი ამბებიკახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ჩვენ არავის არ უნდა მოვუსმინოთ - დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ვიმოქმედოთ ცივი გონებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე
„საქართველოს ძალიან ბევრი სირთულე აქვს ნანახი და გამოვლილი, ამიტომ დღეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ, ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა...
1765969971
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ვართ საუკეთესო ოცეულში
ჩვენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გავაძლიერეთ ყველა მიმართულებით, ეს ეხება ფულის გათეთრების საკითხსაც და ეს უკვე აისახა კონკრეტულ ინდექსში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...
1765969443
ახალი ამბებიკახა კალაძე: ჩვენ რა სანქციები უნდა დავუწესოთ რუსეთს? ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას თავად აქვს რუსეთთან გაჩაღებული ვაჭრობა
„რატომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაც, რაც საკუთარი ქვეყნისთვის დამაზიანებელია?“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნ...
1765968454
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: გაირკვა, რომ ნატოს მხრიდან არავითარი ღია კარის პოლიტიკა არ არსებობდა, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველო 2008 წელს და შემდეგ უკრაინა
ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება ნატოს, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად - განაცხადა...
1765967590
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ტრადიციულად ვიყავით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, გვქონდა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია
საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი...




























