ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა, ტრადიციულად ვიყავით ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა, გვქონდა მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია, ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია

 საქართველოს აქვს უნიკალური, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია, ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს იხსნება სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი.

„მინდა, ყველას მოგილოცოთ ბარბარობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს, ბედობა დღეს ჩვენ ვხსნით ძალიან მნიშვნელოვან მონაკვეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალის. ეს არის სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალის ახალი 8-კილომეტრიანი მონაკვეთი, ეს არის კონკრეტულად ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი, რომელიც არის 4-ზოლიანი და არის უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების გზა, რომელიც 3 ახალ ხიდს, ასევე 2 სატრანსპორტო კვანძს მოიცავს. ეს იყო საკმაოდ რთული მონაკვეთი და მადლობა სამინისტროს იმისათვის, რომ სათანადო ხარისხითა და სათანადო ვადებში განხორციელდა ეს პროექტი.

ეს პროექტი სხვადასხვა თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მათ შორის იმ კუთხითაც, რომ განიტვირთება ქალაქი ლანჩხუთი, ასევე მიმდებარე სოფლები და ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ნიშნავს ნაკლებ ხმაურს, მეტ კომფორტს, მეტ უსაფრთხოებას. მგზავრებისთვის ეს ნიშნავს შემცირებულ დროს და მეტ კომფორტს, შესაბამისად, სხვადასხვა თვალსაზრისით არის ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი სტუმრებისთვის ამ პროექტის დასრულება.

წელს ჩვენ უკვე გავხსენით რიკოთის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეს არის რიკოთის შემოვლითი გზა. დღევანდელი მონაკვეთი, 8-კილომეტრიანი მონაკვეთი არის 12-კილომეტრიანი სამტრედია-გრიგოლეთის გზის შემადგენელი ნაწილი. სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება და უახლოეს მომავალში დასრულდება მთლიანად ამ მონაკვეთის მშენებლობა.

საქართველოს აქვს როგორც მოგეხსენებათ, უნიკალური მდებარეობა, სტრატეგიული მდებარეობა, ჩვენ ტრადიციულად ვიყავით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყანა და გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია და როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ეს ტრადიციული ისტორიული ფუნქცია. ამაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობას აქვს განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777313192

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია ფასების შემსწავლელ კომისიაზე: როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ

როგორც ვიცი, საკმაოდ მნიშვნელოვანი და პროფესიონალური დასკვნაა გაკეთებული ფასების ირგვლივ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხ...

ირაკლი კირცხალი

1777312639

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ - მწარდებიან, რომ მათი სახე დაინახა საზოგადოებამ, რეალურად ვინ არიან

არც ჰერჩინსკისთან და არც სხვებთან ჩვენ პირადული არაფერი გვაქვს, ისინი არიან გამხმოვანებლები იმ დავალებების და იმ მესიჯბოქსების, რომლებსაც იღებენ, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ გორგასლის ო...

 ირაკლი კირცხალიამ

1777309893

საზოგადოება

იონათამიშვილი: „ნაცებმა“ და მისმა სატელიტებმა მდინარაძე დააქვეითეს - სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ის, ასევე, მისი კომპეტენციაა კოორდინაცია პროკურატურასთან, აუდიტის სამსახურთან და სასამართლოსთან

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარ...

რატი იონათამიშვილი

1777309464

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა

არ მქონია საშუალება და მინდა სულხან თამაზაშვილს მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უ...

 ირაკლი კირცხალია

1777309108

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა - მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდო...

ირაკლი კირცხალია