კახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები ხორციელდება

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, 25 აგვისტოს მეტროსადგურმა განაახლა მუშაობა, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დასრულებულა და, მიუხედავად ამისა, აღნიშნულ საკითხს პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა.

„არაერთი განმარტება გავაკეთეთ და საზოგადოებას ავუხსენით, თუ რის გამო იყო დაკეტილი მეტროსადგური ამდენი დღის განმავლობაში. საჭირო იყო რთული სამუშაოების განხორციელება, რომლის ჩატარებაც მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო. სამუშაოები განხორციელდა ჭერზე, რომელიც იყო უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში. განხორციელდა მისი შესაბამისი ხსნარებითა და ბეტონით დამუშავება, როგორც ეს პროექტით იყო გათვალისწინებული. ასევე, ჩატარდა ყველა ის სამუშაო, რომელიც აუცილებელი და გადაუდებელი იყო შემდეგი ეტაპისთვის. პროექტით გათვალისწინებულია შესაბამისი შეკიდული ჭერის მოწყობა და ამიტომ არსებული თაღი, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო და რაზეც არაერთი დასკვნა არსებობს, საჭიროებდა შესაბამის გამაგრებით სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოგვიწია სადგურის დროებით დახურვა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები და ქილიკი, რადგან საზოგადოებისთვის სხვა სათქმელი არაფერი აქვთ.

„გუშინ აღნიშნულ თემას მოჰყვა სპეკულაციები. აღარ დავასახელებ სახელებსა და გვარებს. ზოგი ქილიკობდა და აბსოლუტურად გაუგებარ „მესიჯებს“ აჟღერებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცხადია, რომ ეს კეთდება მიზანმიმართულად, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია, როგორც ხდება ხოლმე. სხვა არაფერი დარჩენიათ, საზოგადოებისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. შესაბამისად იკვებებიან ამ ტიპის განცხადებებით. რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის პროექტი მთლიანად უნდა იყოს დასრულებული, მეტროსადგური უნდა იყოს რეაბილიტირებული და ყველანაირად მოწესრიგებული. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვერიდებით ვისაუბროთ გამოწვევებზე, სირთულეებსა და პრობლემებზე, რომელიც საკმაოდ ბევრი გვაქვს დედაქალაქში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756287309

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ  4.2 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფ...

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

1756284536

ახალი ამბები

თბილისის მერია: ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობას 55 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა

შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გა...

55 სრულად გარემონტებული ბინა

1756282418

ახალი ამბები

მარნეულში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი

მარნეულში, სოფელ შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. ველოსიპედის ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,

1756281626

ახალი ამბები

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს...

 პროსტიტუცია

1756281188

ახალი ამბები

იმპერია, რომელიც არსებობას არასდროს შეწყვეტს — 27 აგვისტო და Empire of the Sun შეკვეთილში

 27 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage-ზე ავსტრალიური მუსიკალური პროექტის, Empire of the Sun-ის კონცერტი გაიმართება. პოპულარული დუეტი არაერთხელ ყოფილა ისეთი მსოფლიო მასშტაბის ფესტივალების მონაწილე...

იმპერია, რომელიც არსებობას არასდროს შეწყვეტს — 27 აგვისტო და Empire of the Sun შეკვეთილში