მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამაზე: შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა

შეგვიძლია გადაჭრით ვთქვათ, რომ რეფორმის ეს ერთი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამის ერთი ეტაპის დასრულებაზე საუბრისას.
„თითქმის 200-მა ადამიანმა, რომელიც გადმოვიდა კერძო მიმწოდებლებიდან სახელმწიფოში, პირველივე დღიდან უარი განაცხადა იმ დოზის მიღებაზე, რომელსაც ყიდულობდა კერძო დაწესებულებაში. ახლა, როდესაც უფასოდ შევთავაზეთ ნარკოტიკი, ამ შემთხვევაში მან მოითხოვა სამჯერ შემცირებული დოზის მიღება. რამდენიმე კერძო მომწოდებლის შემთხვევაში გამოყენებული საშუალო დოზა გაცილებით მაღალია მთლიანად, კერძო ჩანაცვლებითი პროგრამის ფარგლებში გამოყენებულ საერთო, ზოგად, საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.
შეინიშნება კერძო დაწესებულებების ცალკეულ მომხმარებლებს შორის საკმაოდ დიდი სიხშირე ნარკოტიკის გარეთ გამოტანის მცდელობების, რასაც ყოველ ჯერზე მოჰყვა სათანადო რეაგირება.
ამ პროცესში გამოვლინდა ცალკეული ნაკლოვანებები, მაგალითად არარეგულარული, ინციდენტური მომხმარებლის არსებობა პროგრამაში. არა ის, ვისაც სჭირდება, არამედ ის, ვისაც ხანდახან შეიძლება სურვილი ჰქონდეს, რომ მოიხმაროს ნარკოტიკი. მათთვის პროგრამა გათვალისწინებული არ არის.
განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადავიხადო ცენტრის ხელმძღვანელს ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიმდინარეობისას გამოვლინდა ისეთი მანკიერებები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს გადაწყვეტილება იყო დროული და აუცილებელი.
1756291380
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებაზე: მდიდარი „ენჯეოები“ ერთი მხრივ აქციის მონაწილეებს ე.წ. შეიარაღებას აწვდიდნენ და მეორე მხრივ განუწყვეტლივ მოუწოდებდნენ ხელისუფლების დამხობისკენ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „აქ...
1756289746
ახალი ამბებიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ჩაკვეტაძემ, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, თანამდებობა დატოვა. „პირადი მიზეზებით მივიღე გადაწყვეტილება და...
1756288897
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს დასკვნაზე: ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი
„ეს არის რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული დოკუმენტი, არაფრისმთქმელი“, - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი თენგიზ შარმანაშვილი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტთან“ დაკავშირებით ევროპის საბჭოს ექსპე...
1756287309
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფ...
1756284536
ახალი ამბებითბილისის მერია: ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობას 55 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა
შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გა...