შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა და 13 ობიექტი დახურა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს შსს-ში ბრიფინგი გამართა.
თორნიკე მარსაგიშვილის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათში, თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ჩინეთის მოქალაქეები.
„სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში - მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ.
ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სავარაუდოდ, პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას გულისხმობს“, - განაცხადა თორნიკე მარსაგიშვილმა.
1756287309
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციის სინდირგის რაიონში მიწისძვრა მოხდა. მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.2 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფ...
1756284536
ახალი ამბებითბილისის მერია: ელდარის ქ. N12-ის მოსახლეობას 55 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემა
შუამთის ქუჩა N40ა-ში, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გა...
1756282418
ახალი ამბებიმარნეულში ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა - დაიღუპა 1 ადამიანი
მარნეულში, სოფელ შულავერში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. ველოსიპედის ადგილზევე დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ...
1756281357
ახალი ამბებიკახა კალაძე: მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიზანმიმართული პოლიტიკური სპეკულაციები ხორციელდება
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. მისი თქმით, 25 ა...
1756281188
ახალი ამბებიიმპერია, რომელიც არსებობას არასდროს შეწყვეტს — 27 აგვისტო და Empire of the Sun შეკვეთილში
27 აგვისტოს Black Sea Arena-ს Front Stage-ზე ავსტრალიური მუსიკალური პროექტის, Empire of the Sun-ის კონცერტი გაიმართება. პოპულარული დუეტი არაერთხელ ყოფილა ისეთი მსოფლიო მასშტაბის ფესტივალების მონაწილე...