პირველკლასელთა რეგისტრაცია ტერიტორიული პრინციპით 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება
პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი – ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება.
„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის დამატებითი ეტაპი განისაზღვრა, რომელიც გულისხმობს ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციას.
აღნიშნული ეტაპი 15 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. საყოველთაო რეგისტრაციამდე მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ, საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, სასურველ სკოლაში პრიორიტეტულად დარეგისტრირდნენ.
ტერიტორიული პრინციპი საპილოტე რეჟიმში 12 ქალაქში ამოქმედდება: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, ამბროლაური, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა, თელავი და ფოთი. მისამართის განსაზღვრისას სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა დაეყრდნობა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 15 აპრილის მდგომარეობით დაფიქსირებულ მისამართებს“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
1775216230
ახალი ამბებითბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და კა...
1775216103
ახალი ამბებიპრეზიდენტი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს და ბედავენ მასშტაბურ ეროვნულ აქციებზე საუბარს, ეს წარმოუდგენელია
უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...
1775216057
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდა...
1775215098
ახალი ამბებიკახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. როგორც კახა კალაძემ...
1775215054
ახალი ამბებიკახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რო...





























