კახა კალაძე „ტვ პირველს“: დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც არ გაძლევთ და ძალიან ღიზიანდებით
„არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.
საქმე უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს ეხება, რა დროსაც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ დანაშაულის ჩამდენი ნებისმიერი პირი კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„მეორეჯერ გამოგიჭირეთ ტყუილში. რას ნიშნავს კონკურენციის გარეშე. სასადილოებთან დაკავშირებით ცხადდებოდა ინტერესთა გამოხატვა, ცხადდებოდა ტენდერი, სხვადასხვა კომპანიები იღებდნენ მონაწილეობას და ტენდერის სახით ხდებოდა გამარჯვებული კომპანიის გამოვლენა. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც წარსულში, აწმყოსა და მომავალში. 30 ათასამდე თანამშრომელი მუშაობს მუნიციპალიტეტში თავის გამგეობების ჩათვლით. თუ ვინმეს რამე დანაშაული აქვს, ან ჩაიდენს დანაშაულს, კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება. დღეს ისეთი მოცემულობაა, შეიძლება საკუთარ შვილზე ვერ აიღო პასუხისმგებლობა. მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე და საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე როგორც წარსულში, აწმყოში და მომავალში.
დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება. თქვენ მე პოლიტიკურად მებრძვით, ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ. კითხვებს რომ სვამთ, აზრიანი კითხვა უნდა დასვათ და კითხვაშიც არ უნდა მოატყუოთ საზოგადოება, რის საშუალებასაც მე თქვენ არ გაძლევთ. ამიტომ, ძალიან ღიზიანდებით, გწყინთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის რეალობა. ყველანაირ სიბინძურეს კადრულობთ, სიმართლეს არ საუბრობთ, კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებით არ საუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე. არ გინდათ, რომ გაიგოთ სიმართლე რა არის. რაც თქვენთვის სასარგებლოა, პოლიტიკურად სისულელეს მოიგონებთ, შემდეგ ამაზე სვამთ შეკითხვებს და მე უნდა დავდგე და თქვენს მოგონილ სისულელეებზე უნდა გავცე პასუხი. თქვენ გინდათ, რომ მე და დედაქალაქის მერია ვიყოთ მუნიციპალიტეტი, ჩვენ ვიყოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ ვიყოთ საგამოძიებო უწყება, გაიგეთ, ასე არ ხდება. ყველა უწყებას აქვს შესაბამისი მიმართულება, თავისი სფერო და ყველა ვალდებულია, იმოქმედოს თავისი ვალდებულებების ფარგლებში. არსებობს საგამოძიებო უწყებები, რომლებიც დღეს არიან მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისად, თუკი ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს და ჩაიდენს, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1775216230
ახალი ამბებითბილისის მერი პეკინის გამზირის მიმდებარედ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს
საბურთალოს რაიონის გამგეობა პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანსა და კა...
1775216103
ახალი ამბებიპრეზიდენტი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა 26 მაისის ღამეს ჩვენი მოქალაქეები ცემაში მოკლეს და ბედავენ მასშტაბურ ეროვნულ აქციებზე საუბარს, ეს წარმოუდგენელია
უკრაინაში საომარი ვითარების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ისეთი ძალების არსებობა, რომლებიც პირდაპირ ზეწოლას ახორციელებდნენ ჩვენს ხელისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავ...
1775216057
ახალი ამბებიპრეზიდენტი: ჩვენი სურვილია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რასაც კადრულობს ევროპული ბიუროკრატია, არაფრის დიდებით არ დავთმობთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ურთიერთობის განახლების სურვილი, ორივე ქვეყნის მხრიდა...
1775215098
ახალი ამბებიკახა კალაძე მიუსაფარი ცხოველების საკითხთან დაკავშირებით: ის ქმედებები, რაც ვიხილეთ - სპეკულაციები, სიცრუე, ტყუილის გავრცელება - კატეგორიულად მიუღებელია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისში მდებარე ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, გუშინ მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული ქმედებები კატეგორიულად მიუღებელია. როგორც კახა კალაძემ...
1775215054
ახალი ამბებიკახა კალაძე უფასო სასადილოებში შესაძლო კორუფციაზე: მე ვარ პასუხისმგებელი საკუთარ თავზე, თუ ვინმეს აქვს დანაშაული ჩადენილი, ან მომავალში გაბედავს, კანონის წინაშე აგებს პასუხს
გამოძიება ყველაფერს დაადგენს, დედაქალაქის მერია არ არის საგამოძიებო უწყება, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უფასო სასადილოებში მომხდარ შესაძლო კორუფციის ფაქტს. მანვე განმარტა, რო...





























