კახა კალაძე: მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია, ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

თბილისის მერის თქმით, ხელისუფლების ვალია ისეთი ძლიერი, მშვიდობიანი და გაერთიანებული ქვეყნის შენება, სადაც დაბრუნება ყველასთვის ღირსეული და სასურველი იქნება.

„27 სექტემბერი უმძიმესი თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. დიდება და პატივი იყოს სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების, ომს შეწირული მშვიდობიანი მოსახლეობის.

33 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა საქართველომ დაკარგა არა მხოლოდ ქალაქი, არამედ ქვეყნის გული. ვერ გაანელა დრომ ის ტკივილი, რომელიც ამ ომმა დაგვიტოვა - დაღუპული ადამიანები, ასობით ათასი დევნილი, დაკარგული ისტორიული მიწა და, რაც ყველაზე მთავარია, სურვილი - საკუთარ სახლში დაბრუნების.

მჯერა, ჩვენი გმირების ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. ოკუპაცია დროებითია, სამშობლო კი მარადიული. აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790494489

ახალი ამბები

პრემიერი: მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა და დავალებაც არ უნდა მიიღონ მათ

„მშვიდობიანი გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა და ამას ვერც ბარამიძე, ვერც გვარამია, ვერც ბერძენიშვილი და ვერც ვერავინ სხვა ვერ შეცვლის როგორი დაკვეთა...

ირაკლი კობახიძე

1790494384

ახალი ამბები

პრემიერი: 27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას

„27 სექტემბერი არის უაღრესად ტრაგიკული დღე, რომელიც შეგვახსენებს აფხაზეთის ომის სიმძიმეს და ამ დღეს ჩვენ ვიხსენებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, პატივს მივაგებთ მათ გმირობას და ხსოვნას - ჩვენი ვალია, მაქ...

ირაკლი კობახიძე

1790493357

ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. მანამდე შიო მესამე ლიტურგია აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია, ჯვართამაღლებ...

შიო მესამე

1790491281

მსოფლიო

პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში რომის პაპ ლეო XIV-ის მესას 700 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. როგორც მედია წერს, პაპის გადაადგილების მარშრუტზე ათობით ეკრანი დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ადგილზე ნახვას ვ...

რომის პაპი

1790488962

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

27 სექტემბერს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ხანმ...

ამინდი ამინდი