ტროპიკული ქარიშხალი ჰავაიზე - 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მინიმუმ 100 სახლი დაზიანდა.

შტატის ოფიციალური პირების განცხადებით, ოაჰუში, ყველაზე დასახლებულ კუნძულზე, ელექტროენერგია დაახლოებით 220 000 აბონენტს გაეთიშა, მოგვიანებით კი მისი მიწოდება კუნძულის ნაწილზე აღდგა.

მედიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და წვიმამ გზები დატბორა.

შტატის ოფიციალურმა პირებმა, ასევე, მოუწოდეს მცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში მას შემდეგ, რაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.

ოფიციალური პირების თქმით, თავშესაფრებში დაახლოებით 117 ადამიანი იმყოფებოდა.

ჰავაის ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ უკვე ყველა აეროპორტი გაიხსნა, მაგრამ შტატის ოფიციალურმა პირებმა მოგზაურებს ურჩიეს, განახლებული ინფორმაცია ავიაკომპანიებთან გადაამოწმონ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786951425

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია

„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი...

თამთა მეგრელიშვილი

1786951303

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გ...

დავით ქართველიშვილი

1786950407

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი გვარამიაზე: ამ უსამშობლო აგენტს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 230 000-მა ჩვენმა თანამოქალაქემ მიეცით ხმა - ოდნავადაც არ გრცხვენიათ?

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ეხმიანება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც აფხაზეთის თემაზე საუბრის...

ლევან მაჭავარიანი

1786948674

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდე...

სამართალდამცველებმა

1786948470

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

18 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ზემო ვაკის სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 18 აგვისტოს...

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი