არჩილ გორდულაძე გვარამია-სამადაშვილის განცხადებებზე: როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო - ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფხაზეთთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების - ნიკა გვარამიას მიერ აფხაზეთის „ტრავმულ მეხსიერებად“ მოხსენიებასა და ყარაბაღის დათმობის მაგალითად მოყვანას, ასევე, სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომ საქართველო აფხაზებისთვის უკეთეს ალტერნატივას ვერ ქმნის, ეხმიანება.

გორდულაძე ნიკა გვარამიას განცხადებას უსამშობლოობის კლასიკურ მაგალითს უწოდებს.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ უსამშობლოთა გაერთიანებაა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამ ყველაფერს აქვს კონკრეტული საფუძველი. ნიკა გვარამიას ეს განცხადებაც უსამშობლოობის კლასიკური მაგალითია.

როგორ შეიძლება შენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საწინააღმდეგოდ, შენი ქვეყნის ისტორიის საწინააღმდეგოდ ილაპარაკო? ეს ჰგავს გარედან მიღებულ პირდაპირ დავალებას, პატრონები ცდილობენ გატესტონ ახალი ნარატივი, თითქოს ჩვენი ქვეყნის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ეს არის ჩვენთვის რაღაც ისეთი ტვირთი, რომელიც აუცილებლად მოსაშორებელია.

ამის დასაწყისი არის ბარამიძის განცხადება, თითქოს ქართველები ჩადიოდნენ ომის დანაშაულებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მოღალატეობრივი განცხადება. შემდეგ ამ ყველაფერს აჰყვა მათი გაგრძელება არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის სახით. კოლექტიური ნაცმოძრაობა, როგორც წარსულში, ისე აწმყოში ებრძვის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786952598

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას

„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება...

შაკო კუჭაშვილი

1786951975

ახალი ამბები

გია აბაშიძე: „ნაცასპიტების“ ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ

„ეს პოლიტიკური მეძავეები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური...

გია აბაშიძე

1786951460

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც ჩანს, გარე პატრონების დავალებით აგენტურამ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ შემოუგდოს ჩვენს ხალხს ცხინვალის და აფხაზეთის დათმობა, როგორც „განგრენოზული“ კიდურის ამპუტაცია

„საქართველოს იურისდიქციისგან ცხინვალის და აფხაზეთის მოწყვეტის შემდეგ, დაიწყო ნარატივის შემოპარება, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია დაჩქარდებოდა, თუ ის ამ ტერიტორიებზე საბოლოოდ უარს იტყოდა....

ზაალ ანჯაფარიძე

1786951425

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იდეის „ტვირთად“, შეუსრულებელ ამოცანად წარმოჩენა და ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად აღქმა საშიში პრეცედენტია

„ოპოზიციის მხრიდან ტერიტორიული დათმობებისა და სუვერენული ინტერესების კომპრომისის წარმატებულ მოდელად წარმოჩენა არის ნაღმი, რომელიც აუცილებლად აფეთქდება“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი...

თამთა მეგრელიშვილი

1786951303

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი თამთა მიქელაძის განცხადებაზე: დღეს ანექსიის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ და მხარს უჭერენ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობას

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი გვარამიას მიერ რუსეთისთვის აფხაზეთის დათმობის მხარდაჭერაზე თამთა მიქელაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის შეფასებითაც, „ეს იყო შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი გ...

დავით ქართველიშვილი