კახა კალაძე გიორგი უშიკიშვილის განცხადებაზე: ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, დღეს რომ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ვითომ ანტირუსულ განცხადებებს აკეთებენ, სინამდვილეში არის ორმაგი სტანდარტი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს მომღერალ გიორგი უშიკიშვილის განცხადებაზე, რომ თითქოს ის თავის სასტუმროში რუს ტურისტებს არ იღებს, თუმცა „ქრონიკის“ ჟურნალისტური ექსპერიმენტით საპირისპირო დადასტურდა, კახა კალაძის თქმით, ეს არის ფარისევლობა.

„ჩვეულებრივი ფარისევლები არიან ყველა, ვინც ვითომ ანტირუსული განცხადებებით შემოიფარგლებიან. გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი. დავკარგეთ ტერიტორიები, გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურდა ინფრასტრუქტურა. ამაზე მძიმე რა უნდა იყოს? ხომ გახსოვთ, ამის შემდეგ რა ტიპის განცხადებებს აკეთებდნენ. პირდაპირ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ხვდებოდნენ რუსებს, ია-ვარდებით ხელში მოუწოდებდნენ ქვეყანაში შემოსვლაზე. სწორედ მაშინ ხდებოდა ბიზნესების გასხვისება რუსულ სახელმწიფო კომპანიებზე.

იმ დროს თავიანთი გარე პატრონები ავალებდნენ, რომ ამ ტიპის ნაბიჯები გადაედგათ. დღეს გარე პატრონების დავალება არის შეცვლილი და შესაბამისად, სხვა ტიპის მესიჯებს ავრცელებენ. ეს ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია და ყველა თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786955224

ახალი ამბები

მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის ფულადი პრიზები გაიცემა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, XXV ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე („მილანი-კორტინა-დ’ამპეცო 2026“) მიღწეული შედეგებისა და მონაწილეობისათვის, საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრებზე, მწვრთნელ...

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე

1786955104

ახალი ამბები

თენგიზ შარმანაშვილი: მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის

„მთელი უსამშობლოთა კოჰორტა აამუშავეს უაზრო იდეის დასამკვიდრებლად, მაგრამ ტყუილად ცდილობენ - ქართველებს თავიდან საკუთარ ტერიტორიებს ვერავინ ამოუშლის“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის კომიტეტის თა...

თენგიზ შარმანაშვილი

1786954320

ახალი ამბები

ბათუმში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1786952676

ახალი ამბები

ტროპიკული ქარიშხალი ჰავაიზე - 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ტროპიკულ ქარიშხალ „ლალას“ გამო ჰავაიზე 180 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ჰავაის გუბერნატორმა ჯოშ გრინმა აღნიშნა, რომ სტიქიის შედეგად მინიმუმ 100 ს...

ტროპიკული ქარიშხალი

1786952598

ახალი ამბები

შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას

„რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი, კიდევ ერთხელ დავინახეთ - სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს. კეზერა TV-ის ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ ესახება...

შაკო კუჭაშვილი