კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: 2012 წლამდე კონკრეტული პარტიები, ვისზეც არის საუბარი, წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინეს და დღესაც უკვე ოპოზიციის როლში აგრძელებენ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს

„ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება და 1 200 000-ზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ ჟღერდებოდა“, - განაცხადა დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და ამით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს, სამი პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვის მოთხოვნით მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის თაობაზე.

მისი თქმით, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და დღესაც ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ.

„საუბარია კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს და გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, ეწეოდნენ და ეწევიან საბოტაჟს საქართველოს წინააღმდეგ,
უგულებელყოფენ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან, ზოგადად, სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს.

როდესაც შენ იმართები გარედან, ასრულებ გარე მითითებებს, საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და ამ ქვეყნის მომავალი, რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ვერ იქნება ქვეყანაში.

პარტიების აკრძალვას რაც შეეხება, შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ - იგივე უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, იგივე მოლდოვას მაგალითი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ საიდან იმართება. როდესაც იმართები გარედან და ახორციელებ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, ახალისებ ძალადობას, პოლარიზაციას, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - პარტიების აკრძალვის შემდეგ ვადამდელი არჩევნების გზით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობის შესახებ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება.

„2028 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და თუ რა მიზანი ექნება „ქართულ ოცნებას“, საზოგადოება გაიგებს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით და ყველა ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. დღეს ქვეყანა არის გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს გაეცეს ღირსეული პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, ის ზოგიერთი ევროპარლამენტარის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ისინი ორმაგი სტანდარტების მატარებლები არიან.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტის მაგალითია. ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტების პრინციპებია. მე არ მომისმენია არცერთი განცხადება, როდესაც, მაგალითად, მოლდოვის არჩევნების წინ ტელევიზიები, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს, არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია - რაც მათ აწყობთ ის, ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, ყველაფერს ეწინააღმდეგებიან და აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც, ძირითადად, დაფუძნებულია მხოლოდ და მხოლოდ სიცრუესა და ტყუილზე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761745505

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად

ცოტა ხნის წინ მივიღეთ მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ახორციელებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ვახორციელებთ ყველა საქმიანობას, რ...

მაკა ბოჭორიშვილი

1761744099

საზოგადოება

საპატრიარქოს კომისიამ პატრიარქს მიმართა, რომ არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში

საქართველოს საპატრიაქროს ინფორმაციით, ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები – ცილისმწამე...

დოროთე ყურაშვილი:

1761743366

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7154 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7212 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

 ვალუტის კურსი

1761742516

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

სამარყანდში, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. მხარეებმა განიხილ...

მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1761740629

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან გვაქვს

„სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე“, - წერს საქართველოს პარ...

შალვა პაპუაშვილი