კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა,

„ფასების რეგულირება, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელზეც პრემიერ-მინისტრი საუბრობდა. შედარებებს თუ გავაკეთებთ, საქართველოში კონკრეტულ პროდუქტებზე არის გაცილებით მაღალი ფასები, ვიდრე, მაგალითად ევროპულ ქვეყნებში, მაშინ, როდესაც ეს ასე არ უნდა იყოს. შესაბამისად, საჭიროა ამის დარეგულირება, რადგან ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე, აისახება ადამიანებზე, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს და თანადგომა სჭირდება. ამის დარეგულირება სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ და ეს საკითხი ძალიან მალე მოწესრიგდება. არის ბევრი ქვეყანა, სადაც გაკეთებულია სპეციალური კალათა ისეთი პროდუქტების, როგორიცაა, პირობითად, ფქვილი, ზეთი და მათი ფასი მითითებულზე ზევით არის უნდა იყოს. მოდი, დაველოდოთ მოკვლევას, თუ რასთან გვაქვს საქმე, რატომ არის ფასები ძალიან განსხვავებული. იმედი მაქვს, ყველაფერი დარეგულირდება და მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კითხვას ოპოზიციის წარმომადგენლების უარყოფით დამოკიდებულებასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან პროდუქტების ფასის რეგულირებაზე, მერი პასუხობს, რომ ოპოზიცია ყველაფერს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყანაში კარგი ხდება.

„თუ დააკვირდებით მათ ქმედებებს, ყველაფერს ეწინააღდეგებიან, რაც კარგი ხდება ქვეყანაში, ქვეყნის წინგადადგმულ ყველა ნაბიჯს ეწინააღმდეგებიან. პირიქით, დარბიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელი შეუშალონ ქვეყანას თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულების გაუქმების და ქვეყნის დასანქცირების მოთხოვნას აყენებენ. ამას კი არ მალავენ, ღიად საუბრობენ და ამაყობენ, რომ ქვეყანას ებრძვიან. პირდაპირ ღალატს სჩადიან. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, თავიანთი მესიჯბოქსით, განცხადებებით. კანდიდატის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში კაბინეტებში დადიოდნენ და ითხოვდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, ქვეყანა დაესანქცირებინათ და ა.შ. ჩვეულებრივი მოღალატეები და ქვეყნის მტრები არიან, იმართებიან გარედან - რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766664883

ახალი ამბები

ვოლსკი პრემიერის ინიციატივის კრიტიკაზე: ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირა...

გია ვოლსკი

1766664327

საზოგადოება

ნეო პეკეს რელაქსი - მედიკამენტი, რომელიც ბავშვებს შფოთვის მოხსნაში ეხმარება

ნეო პეკესი (Neo Peques) ესპანური კომპანიის - Neovital Health-ის საბავშვო პროდუქციის ხაზს წარმოადგენს. ის აერთიანებს ნატურალური პროდუქტების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ბავშვთა ორგანიზმი...

მედიკამენტი

1766662032

საზოგადოება

კახა კალაძე ევროკომისიის რეაქციაზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით: არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება - ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს

„არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხად...

კახა კალაძე

1766659338

საზოგადოება

კახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა“,...

კახა კალაძე

1766657868

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას

 პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე...

თენგიზ შარმანაშვილმა.