როგორ ეხმარება ფესტალი ორგანიზმს საჭმლის მონელებაში?

ფესტალი საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს. პრეპარატი აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა.

ფესტალში შემავალ თითოეულ ინგრედიენტს განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენ მიერ მიღებული სხვადასხვა საკვები ნივთიერების დაშლაში, რაც ორგანიზმს მათ ეფექტიანად ათვისებას უადვილებს.

რისი წამალია ფესტალი?

ვიდრე ფესტალში შემავალი აქტიური ნივთიერებების მოქმედების მექანიზმს გავეცნობით, უნდა ვიცოდეთ, თუ რა დროს გამოიყენება პრეპარატი.

ფესტალი კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობის დროს გამოიყენება, რომელიც ქრონიკული პანკრეატიტისთვის და სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობისთვის არის დამახასიათებელი. ამ დროს საჭმლის მონელების დარღვევა, შეკრულობა და მეტეორიზმი აღინიშნება.

გარდა ამისა, მედიაკამენტს მიმართავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციის მქონე ადამიანებიც, რომლებსაც საჭმლის მონელების გაუმჯობესება კვების დარღვევის, საღეჭი ფუნქციის მოშლის, იძულებითი ხანგრძლივი იმობილიზაციისა ან ცხოვრების ნაკლებად მოძრავი წესის გამო სჭირდებათ.

ფესტალის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც მუცლის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური და ულტრაბგერითი გამოკვლევა სჭირდებათ.

კომბინირებული თერაპიის სახით ფესტალი შეიძლება დაინიშნოს ღვიძლის დიფუზური დაავადებების, ნაღვლის მჟავების დონის მნიშვნელოვანი დაქვეითების ან ცირკულაციის დარღვევის, ასევე მისი გამომყოფი პროცესების ნეიროჰუმორული რეგულაციის დარღვევის დროს. მედიკამენტის შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი.

პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერების ფუნქციები

პანკრეატინი

პანკრეატინი საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნაზავია, რომელიც ძირითადად, ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზას შეიცავს.

● ამილაზა ნახშირწყლებს უფრო მარტივ შაქრებად შლის, რაც ორგანიზმს მათ უფრო ადვილად ათვისებაში ეხმარება.

● ლიპაზა ცხიმებზეა ფოკუსირებული. ის მათ ცხიმოვან მჟავებად და გლიცეროლად შლის, რაც ცხიმების მონელებისთვის აუცილებელია.

● პროტეაზა ხელს უწყობს ცილების მონელებას, რასაც მათი ამინომჟავებად დაშლით ახერხებს.

ნახშირწყლების, ცხიმებისა და ცილების ეფექტიანად დაშლით, პანკრეატინი ჭამის შემდეგ საჭმლის მონელების გართულებების, შებერილობისა და დისკომფორტის რისკს ამცირებს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ან მძიმე საკვების მიღების შემთხვევაში.

ჰემიცელულაზა

ჰემიცელულაზა არის ფერმენტი, რომელიც მცენარეულ ბოჭკოებს შლის, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ხილის, ბოსტნეულის და მარცვლეულის ცელულოზაში გვხვდება.

ეს ფერმენტი ხელს უწყობს ისეთი მცენარეული საკვების მონელებას, რომელიც ზოგჯერ კუჭში ძნელად იშლება. ამ ბოჭკოების დაშლით, ის გაზების შემცირებასა და შეშუპების თავიდან არიდებას უზრუნველყოფს.

ნაღვლის კომპონენტები

ნაღველი ცხიმების მონელებისთვისაა აუცილებელი. ის ემულგირებს ცხიმებს საჭმლის მომნელებელ სისტემაში, რაც ლიპაზის მიერ მათ დაშლას აადვილებს. ემულგირება ეს არის ნაღვლის მჟავების ცხიმოვან მჟავებთან კომბინირებული ქმედებით წყალთან შერევა.

ნაღვლის კომპონენტები ფესტალში სხეულის ნაღვლის ბუნებრივ ფუნქციას ჰბაძავს, ხელს უწყობს ცხიმების დაშლასა და შეწოვას. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა ნაღვლის გამომუშავების შემცირების შემთხვევაში და ადამიანებისთვის, რომლებსაც  ნაღვლის ბუშტი ამოკვეთილი აქვთ.

ცხიმების მონელების მხარდაჭერით, ნაღვლის კომპონენტები ხელს უწყობს ისეთი სიმპტომების შემსუბუქებას, როგორიცაა ცხიმიანი განავალი, შებერილობა და დისკომფორტი, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

როგორი შეიძლება იყოს მედიკამენტის უკუმოქმედება?

ფესტალის მიღებამ, პრეპარატების უმრავლესობის მსგავსად, შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, თუმცა ძირითად შემთხვევაში, არასაკმარისი მონაცემების გამო, მათი სიხშირე განსაზღვრული არ არის.

და მაინც, რა გვერდით მოვლენებს უნდა ველოდოთ ფესტალის მიღებისას?

● დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური რეაქციები, ანგიონევროზული შეშუპებისა და ჭინჭრის ციების ჩათვლით.

● დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ: პანკრეატინის მაღალი დოზების ხანგრძლივად მიღების შემთხვევაში ჰიპერურიკოზურია.

● დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, დიარეა, ანალური ქავილი.

● დარღვევები ნივთიერებათა ცვლისა და კვების მხრივ: პანკრეატინის ძალიან მაღალი დოზების მიღების ფონზე ჰიპერურიკემია.

მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში პანკრეატინის მაღალი დოზების მიღების ფონზე ზოგ შემთხვევაში აღინიშნა შეკრულობა, მსხვილი ნაწლავის სტენოზი, ნაწლავური გაუვალობა და ფიბროზული კოლონოპათია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766664883

ახალი ამბები

ვოლსკი პრემიერის ინიციატივის კრიტიკაზე: ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირა...

გია ვოლსკი

1766664327

საზოგადოება

ნეო პეკეს რელაქსი - მედიკამენტი, რომელიც ბავშვებს შფოთვის მოხსნაში ეხმარება

ნეო პეკესი (Neo Peques) ესპანური კომპანიის - Neovital Health-ის საბავშვო პროდუქციის ხაზს წარმოადგენს. ის აერთიანებს ნატურალური პროდუქტების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ბავშვთა ორგანიზმი...

მედიკამენტი

1766662032

საზოგადოება

კახა კალაძე ევროკომისიის რეაქციაზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით: არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება - ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს

„არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხად...

კახა კალაძე

1766659338

საზოგადოება

კახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს

„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა“,...

კახა კალაძე

1766657868

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას

 პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე...

თენგიზ შარმანაშვილმა.