კახა კალაძე ევროკომისიის რეაქციაზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით: არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება - ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს
„არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე ევროკომისიის ნეგატიურ რეაქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოში განვითარებული პროცესების ფონზე, საზოგადოება ნათლად ხედავს ყველაფერს და მარტივი გასარჩევია მტერი და მოყვარე.
„თუნდაც საქართველოსთან მიმართებით გვახსოვს, რა განცხადებები კეთდებოდა და ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საქართველოს და კონკრეტულ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესა. მაშინ რა გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს – ის, რაც, ზოგად კონტექსტში ვამბობ, მათთვის მისაღებია, ჩვენთვის არ შეიძლება. ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს, ვის რა ინტერესი აქვს, ვინ არის ჩვენი მტერი, ვინ – მოყვარე და კეთილის მსურველი. ძალიან მარტივი გასარჩევია დღეს, მით უმეტეს იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც ხდება ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1766659338
საზოგადოებაკახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა“,...
1766657868
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე...
1766656683
საზოგადოებასპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება, ახალ წელთან დაკავშირებით ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. პენ...
1766653736
მსოფლიოთურქული მედია: სტამბოლში სპეცოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 115 წევრი დააკავეს, რომლებიც საახალწლოდ ტერაქტებს გეგმავდნენ
სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 115 წევრი დააკავეს, რომლებიც საახალწლოდ ქალაქში ტერაქტებ...
1766651345
საზოგადოება2025 წლის 11 თვეში სების წმინდა შესყიდვებმა დაახლოებით 2.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა - საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 5.8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალ...



























