სოზარ სუბარი: ხშირად ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და არ გვინდოდა იმ უარყოფითის დანახვა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით

 პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარი ევრობიუროკრატების პოზიციებსა და ევროკავშირის პრინციპების ცვლილებას მედიასთან ეხმიანება.

„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები. მაგრამ რატომღაც არ ვიხსენებდით, პირველ და მეორე მსოფლიო ომებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლებიც სწორედ ევროპაში დაიწყეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში სულ რაღაც 25 წლის წინ, რომელიც ნატოს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან და ამის მიზეზებზე თვალს ვხუჭავდით" - განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ევროკავშირს და თვალს ვხუჭავდით უარყოფით მოვლენებსა და ფაქტებზე. სოზარ სუბარმა ისაუბრა არაერთ პოლიტიკურ მოვლენაზე, რომელიც სწორედ ევროკავშირის ჩართულობით განვითარდა და აღნიშნა, რომ ევროკავშირმა, ევრობიუროკრატების ხელით, თავად დაგვანახა ის უარყოფითი ფაქტები, რაზეც აქამდე თვალს ვხუჭავდით.

"ევროპა და ევროკავშირი აღარ ჰგავს თავის თავს, იგი ძალიან დაშორდა იმ ღირებულებებს, რომლის საფუძველზეც შეიქმნა და დაფუძნდა ევროკავშირი. თუმცა ჩვენს თავსაც უნდა გამოვუტყდეთ, რომ ჩვენ თავად ვაიდეალებდით ყველაფერს, რაც ევროკავშირთან იყო დაკავშირებული და ხშირად იმ უარყოფითის დანახვა არ გვინდოდა, რაც ნათლად დაგვანახა დღევანდელმა ევრობიუროკრატიამ თავისი უსამართლო გადაწყვეტილებებითა და ორმაგი სტანდარტებით. ჩვენ მათ ვაიდეალებდით და ვცდილობდით თვალი დაგვეხუჭა იმაზე, რაც არ იყო სწორი.

ცხადია, იდეალური არ არის ევროკავშირი, ისევე როგორც ვერ იქნება ვერც ერთი კავშირი თუ სახელმწიფო. ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ევროკავშირი არის მშვიდობის სიმბოლო და ევროპა არის კონტინენტი, სადაც არ არის ომები, თუმცა კი პირველი და მეორე მსოფლიო ომებიც ევროპაში დაიწყო და დაიწყეს სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა. დავუშვათ, ეს შორეული წარსულია, მაგრამ რატომღაც ვივიწყებთ, რა მოხდა, მაგალითად, სერბეთში, რომელიც ნატოს ჯარებმა გაასწორეს მიწასთან.

სერბეთში და ზოგადად ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე რაც ხდებოდა - ეთნიკური კონფლიქტები და ეთნიკური წმენდები, მშვიდობიანი ადამიანების მასობრივი მკვლელობები და სხვა - ეს იყო დაუშვებელი, მაგრამ ამაში მხოლოდ სერბები არ იყვნენ დამნაშავე, ხოლო დასავლური მედია ამ ტრაგედიებს და ძალადობის მაგალითებს ძალიან მიკერძოებულად აშუქებდა. ამით კი ისინი სრულიად შეგნებულად ქმნიდნენ საზოგადოებრივ აზრს, რომ ნატოს მიერ სერბეთის დაბომბვისა და ქვეყანაში გაუმართლებელი შეჭრისთვის დასავლური საზოგადოებრივი აზრი მოემზადებინათ.

ჩვენ ვამბობთ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია და რატომღაც თვალს ვხუჭავთ, რომ სულ რაღაც 14 წლის წინ სწორედ ევროპულმა სახელმწიფოებმა აშშ-სთან ერთად დაბომბეს და მიწასთან გაასწორეს ლიბია. ამ დაბომბვებს იმით ამართლებდნენ, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი დიქტატორი იყო, თუმცა ევროპელი ლიდერების უმრავლესობა მანამდე კადაფის თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა და სიამოვნებით იღებდნენ მისგან ძვირფას საჩუქრებსაც და გულუხვ შემოწირულებებსაც საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისთვის.

მაგრამ, ერთ არცთუ მშვენიერ დღეს, როდესაც ევროპელი ლიდერებისა და მუამარ კადაფის ინტერესები ერთმანეთს ასცდა, ევროპელებს გაახსენდათ, რომ კადაფი დიქტატორია და ლიბია მიწასთან გაასწორეს. მას შემდეგ ლიბიაში არ წყდება სამოქალაქო ომები და სისხლისღვრა, ერთ დროს უნიტარულ ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალი ცხოვრების დონე იყო, განადგურდა ეკონომიკა, ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაემტერნენ იქ მცხოვრები ტომები და ამ უბედურებას დასასრული არ უჩანს. 2011 წლიდან მოყოლებული დაბომბვებს და სამოქალაქო ომს შეეწირა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ლტოლვილად იქცა, მაგრამ არც ევრბიუროკრატებს, არც ევროპელ ლიდერებს და არც დასავლურ მედიას ეს არც ახსოვთ და არც აწუხებთ. სამაგიეროდ, ამაყად გვიცხადებენ, რომ ევროპა მშვიდობის კონტინენტია, ევროკავშირი კი - მშვიდობის პროექტი და ფორპოსტი,” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1766667069

ახალი ამბები

კახა კალაძე: სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირება ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ინიციატივის კომენტ...

კახა კალაძე

1766665825

საზოგადოება

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურ...

პროკურატურა

1766664929

საზოგადოება

როგორ ეხმარება ფესტალი ორგანიზმს საჭმლის მონელებაში?

ფესტალი საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს. პრეპარატი აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა. ფესტალ...

ფესტალი

1766664883

ახალი ამბები

ვოლსკი პრემიერის ინიციატივის კრიტიკაზე: ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო

„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირა...

გია ვოლსკი

1766664327

საზოგადოება

ნეო პეკეს რელაქსი - მედიკამენტი, რომელიც ბავშვებს შფოთვის მოხსნაში ეხმარება

ნეო პეკესი (Neo Peques) ესპანური კომპანიის - Neovital Health-ის საბავშვო პროდუქციის ხაზს წარმოადგენს. ის აერთიანებს ნატურალური პროდუქტების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ბავშვთა ორგანიზმი...

მედიკამენტი