ნეო პეკეს რელაქსი - მედიკამენტი, რომელიც ბავშვებს შფოთვის მოხსნაში ეხმარება
ნეო პეკესი (Neo Peques) ესპანური კომპანიის - Neovital Health-ის საბავშვო პროდუქციის ხაზს წარმოადგენს. ის აერთიანებს ნატურალური პროდუქტების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ბავშვთა ორგანიზმის გაძლიერებასა და დაცვას უწყობს ხელს.
ნეო პეკესის პროდუქციაში გვხვდება მედიკამენტები სახელწოდებებით: SUERO +, პრობიოტიკი, ომეგა 3, რელაქსი, კალციუმი, კრესიმიენტო, აპეტიტო და ა. შ. დღეს კი ერთ-ერთი მათგანის - ნეო პეკეს რელაქსის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც პსპ-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი.
რა არის ნეო პეკეს რელაქსი და რისთვის გამოიყენება ის?
ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეთა ექსტრაქტები ბავშვს ათავისუფლებს ფსიქიკური გადაღლილობისთვისა და ნევრასთენიისთვის დამახასიათებელი დაძაბულობისგან, გაღიზიანებადობისგან, ნერვული სისტემის სპაზმისგან.
ნეო პეკეს რელაქსი (Neo Peques Relax) არის საბავშვო სიროფი, რომელიც დამზადებულია მცენარეებისგან, როგორებიც არის ლიმონის ბალზამი, პასიფლორა და გვირილა. მედიკამენტი ასევე შეიცავს საკვებ ნივთიერებებს - მაგნიუმი და ვიტამინი B6 - რომლებიც ტრადიციულად ნერვიულობის, მოუსვენრობისა და გაღიზიანების დროს გამოიყენება. ეს ელემენტები ნერვული აგზნებისა და ჰიპერაქტიურობის შესამცირებელ ბუნებრივ საშუალებებს წარმოადგენს.
უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ნეო პეკეს რელაქსის ანოტაციის მიხედვით, მედიკამენტი შემდეგი ჩვენებებისას გამოიყენება:
● ფსიქო-ემოციური გადაძაბვა
● სხვადასხვა სახის შფოთვითი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გადაღლილობით, გაღიზიანებადობით, შიშით ან სტრესული სიტუაციით
● მოუსვენრობა და მსუბუქი დეპრესია
● მომატებული ნერვული აღგზნებადობა, რომელიც სკოლისა და ბაღის ასაკის ბავშვებში ადაპტაციის ეტაპზე ვლინდება, ხოლო უფრო მცირე ასაკში - აცრის შემდგომ პერიოდში
როგორია მედიკამენტის მოხმარების წესი და სწორი დოზირება?
გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ, გახსნის შემდეგ კი ის მაცივარში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, თავდახურულ მდგომარეობაში შეინახეთ და მოიხმარეთ არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ: ბუნებრივი ნივთიერებების შემცველობიდან გამომდინარე, სიროფის ფერის ან გემოს ცვლილებები ნორმალურია და ეს პროდუქტის ხარისხზე არ ზემოქმედებს.
ინსტრუქციის მიხედვით, ნეო პეკეს რელაქსის სწორი დოზირება ასეთია:
● 0-2 წლის ბავშვებში: 5 მლ დღეში ერთხელ
● 2-5 წლის ბავშვებში: 5 მლ დღეში ორჯერ ან 10 მლ დღეში ერთხელ
● 5+ ბავშვებში: 10 მლ დღეში ორჯერ
გაფრთხილება: დღიურ რეკომენდებულ დოზას არ უნდა გადააჭარბოთ.
ამასთან, საგულისხმოა, რომ მედიკამენტი კვებისგან დამოუკიდებლად, მიიღება და მკურნალობის კურსი 1 თვეს შეადგენს.
რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს?
ნეო პეკეს რელაქსის ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ ის არ უნდა მიიღონ იმ ბავშვებმა, რომლებსაც მედიკამენტის შემადგენლობაში არსებული ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ.
1766664929
საზოგადოებაროგორ ეხმარება ფესტალი ორგანიზმს საჭმლის მონელებაში?
ფესტალი საჭმლის მომნელებელი ფერმენტული საშუალებაა, რომელიც აქტიურ ნივთიერებებს: პანკრეატინს, ჰემიცელულაზასა და ნაღვლის კომპონენტებს შეიცავს. პრეპარატი აფთიაქების ქსელში რეცეპტის გარეშე გაიცემა. ფესტალ...
1766664883
ახალი ამბებივოლსკი პრემიერის ინიციატივის კრიტიკაზე: ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო
„ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრ ირა...
1766662032
საზოგადოებაკახა კალაძე ევროკომისიის რეაქციაზე აშშ-ის სანქციებთან დაკავშირებით: არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება - ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს
„არ მოეწონათ, რადგან ყველაფერი მათზე აისახება. როდესაც სხვა ქვეყნებს თვითონ უწესებენ და მოწოდებებს აკეთებდნენ, მაშინ როგორ იყო საქმე? გამოდის, რომ ისევ ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი გვაქვს“, - განაცხად...
1766659338
საზოგადოებაკახა კალაძე: მარკო რუბიოს განცხადებით დასტურდება, რომ თანხები, რომელიც საქართველოში USAID-ის გავლით შემოდიოდა, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს
„საქართველოში შემოსული თანხების მცირე ნაწილი მიემართებოდა სხვადასხვა პროექტის დასაფინანსებლად, რეალურად კი პოლიტიკაში, ქვეყნის შიდა პროცესების მართვის, აგრესიული ჯგუფების წახალისებისკენ მიემართებოდა“,...
1766657868
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი: ვინაიდან კომისიას ვქმნით, ჩვენ ამით პოლემიკას ვხსნით და საზოგადოებას ვეუბნებით - თუ ვინმეს რამე არგუმენტი აქვს პრემიერ-მინისტრის ამ მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული სოციალური ნაბიჯის წინააღმდეგ, მოვიდეს და გვითხრას
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ სურსათის ფასების შემცირების მიზნით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ თემაზე...


























