კახა კალაძე: შეურაცხყოფა და ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის, ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია

თბილისის მერის განცხადებით, შეურაცხყოფა და ბულინგი ოპოზიციის ჩვეულებრივი დღის წესრიგია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ოპოზიციურ პარტიებს შორის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დაპირისპირებაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„შეურაცხყოფა, ბულინგი სიახლე არ არის ოპოზიციისთვის. ეს მათი ჩვეულებრივი დღის წესრიგია. დღეს უკვე ერთმანეთს უპირისპირდებიან და შეურაცხყოფას აყენებენ. არ მინდა ოპოზიციაზე საუბარი, საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვარ, ვესაუბრები დედაქალაქის მოსახლეობას გაკეთებულ საქმეებზე, დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, გამოწვევებზე, სირთულეებზე. ის, რომ ოპოზიციაში დაპირისპირებაა, ცხადია. არის აზრთა სხვადასხვაობა. ალბათ, თვითონ გაერკვევიან ერთმანეთში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით, კახა კალაძე ამბობს, რომ თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესი სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

„არაფერი იქნება. ხაბეიშვილი არ არის სერიოზული ფიგურა და მისი განცხადებები არ არის საინტერესო. თავიანთი მხარდამჭერების გასამაგრებლად იგონებენ ახალ-ახალ სისულელეებს. არანაირი რევოლუცია და დაპირისპირება არ იქნება. თუკი ვინმე რაიმე კანონსაწინააღმდეგოს ჩაიდენს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აბა, გაბედონ და რაიმე კანონსაწინააღმდეგო გააკეთონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757321803

ახალი ამბები

კახა კალაძე დანაშაულის სტატისტიკის შემცირებაზე: ჩვენი შესაბამისი სამსახურები მოწოდების სიმაღლეზე არიან

„ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის სერიოზული გამოწვევა არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და დანაშაუ...

 კახა კალაძე

1757320137

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გეკა გელაძეს მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, რასაც ის იმსახურებს, ასევე მინისტრის პირველ მოადგილეს, რონი მესხს მიენიჭება ასევე გენერალ-მაიორის წოდება

გეკა გელაძეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მიენიჭება პოლიციის გენერალ-მაიორის წოდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ის აქამ...

ირაკლი კობახიძე

1757319591

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბოლო 3 თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან გააძევა თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში

ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე...

ირაკლი კობახიძე

1757318875

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სუსის ხელმძღვანელად დანიშვნა, დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, სუსის საქმიანობის ეფექტიანობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება

მინდა, მამუკა მდინარაძეს მივულოცო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნა, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სამართალდამცავი უწყების სინერგიული მუშაობა, ერთხმად საქმის კეთება და ამ კუთხით,...

ირაკლი კობახიძე

1757317344

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები

საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2026 წელსაც სა...

ირაკლი კობახიძე