თენგიზ შარმანაშვილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე: ძალიან მოხარული ვიქნები, თუ სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური ძალის არა კონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვას რამდენიმე წუთში დაიწყებს.

სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს და ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ცვლილებისთვის“, „ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და გახარია „საქართველოსთვის“ აკრძალვას.

პროცესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, ოპონენტებს სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ აქვთ.

„ჯერ იქნება შუამდგომლობები, ექნებათ ალბათ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი შუამდგომლობა. ჩვენს ოპონენტებს აქვთ რაღაც შუამდგომლობები, ისინი მათ დააყენებენ, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებებს, მერე წარვადგენთ ჩვენს სარჩელს. მერე, საპასუხოდ, მიეცემათ თავისი პოზიციის წარმოდგენის საშუალება ჩვენს ოპონენტებს. ამის შემდგომ პროცედურა ითვალისწინებს, თუ თვითონ სასამართლოს აქვს მხარეების მიმართ რამე შეკითხვები, ისინი დააზუსტებენ, ვთქვათ, ამ შეკითხვებს თვითონ სასამართლო. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ერთმანეთისათვის კითხვების დასმა და პასუხების გაცემის ეტაპი. მერე, რა თქმა უნდა, იქნება შეჯამება.

ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ისინი სამართლებრივად გაგვიწევენ ოპონირებას, მაგრამ რაღაც ეჭვი მეპარება. ისინი, ალბათ, შეეცდებიან, რაღაც ისეთი სანახაობრივი შოუ მოაწყონ, რადგან სამართლებრივი არგუმენტები თითქმის არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ, იმდენად მყარი მტკიცებულებები გაგვაჩნია ჩვენ“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის, სარჩელის ავტორთა განცხადებით, აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის ლეგიტიმაციას.

კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაც.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792566386

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმა...

მიგრაციის დეპარტამენტი

1792565613

ახალი ამბები

„მართლსაწინააღმდეგოდ მოითხოვეს და მიიღეს 49 300 ლარი“ - საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე 2 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და...

საგამოძიებო სამსახური

1792563675

ახალი ამბები

მთავრობის ადმინისტრაცია კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართვე...

მთავრობის ადმინისტრაცია

1792562868

ახალი ამბები

საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს 5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს

კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვა იწყება. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 21 ოქტომბერს  5 პოლიტიკური პარტიისა და გაერთიანების აკრძალვის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო...

საკონსტიტუციო სასამართლო

1792560970

ახალი ამბები

გია ვოლსკი ბრიუსელის ორმაგ სტანდარტზე: აშკარად გამოიკვეთა პოლიტიკური მიზანი - საქართველო ყოფილიყო მსხვერპლი ისეთი რევოლუციისა, როგორიც ახლა თავადვე მიიღეს გაასმაგებული მასშტაბით

ბრიუსელის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე კიდევ ერთხელ საუბრობს მმართველი გუნდი. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპის ქალაქებში საჯარო შენობებზე თავდასხმები და პოლიციელებზე ძალადობა ევროკომისიამ მკაცრად...

გია ვოლსკი