კახა კალაძე: ტრამვაის ხაზის პროექტზე ბევრი ტყუილი, სიბინძურე ვრცელდება, იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში იანვრის ბოლოსკენ უკვე გამოვლენილი იქნება გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
კალაძის თქმით, ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება.
„წინასაარჩევნოდ ვისაუბრეთ ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აღნიშნული პროექტის განხორციელება. მომზადებული გვქონდა ყველაფერი და აღნიშნულთან დაკავშირებით არ ვსაუბრობდით, ვიდრე საბოლოოდ არ იქნებოდა გადაწყვეტილებები. წინასაარჩევნოდ იქნა გაჟღერებული აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ. იცით, რომ უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ძალიან მალე, ალბათ იანვარში, იანვრის ბოლოსკენ გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს პროექტის განხორციელებას.
ბევრი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება, თითქოს ჩვენ ვატყუებთ საზოგადოებას და აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება. ეს არის ძალიან დიდი ცრუ ინფორმაცია. როგორც გითხარით, ტენდერი გამოცხადებულია და იანვრის ბოლოს უკვე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია, რომელიც დაიწყებს უშუალოდ პროექტის განხორციელებას.
რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს პირველი და ბოლო ტრამვაის პროექტი დედაქალაქში. ჩვენ უნდა დავაბრუნოთ აღნიშნულის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში, რათა მოსახლეობას მივცეთ შესაძლებლობა, თვითონ გააკეთოს არჩევანი, იმგზავროს ავტობუსით, მიკროავტობუსით, მეტროთი, ტრამვაით თუ საკუთარი ავტომობილით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1765962797
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ევროკავშირს ობიექტური გარემოებები არ აქვს, რომ საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს
იმედია, ყველა სახელმწიფო რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს უვიზო მიმოსვლა არ უნდა შეუწყდეს, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა განაცხადა....
1765959346
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: უვიზო მიმოსვლის შეჩერება ნაკლებად მოსალოდნელია
საქართველოს წინააღმდეგ ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის ერთადერთი საშუალებაა არ არჩეული ევრობიუროკრატების მიერ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც გორ...
1765957160
ახალი ამბებიფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსით საქართველოს პოზიცია 27 ადგილით გაუმჯობესდა, მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა და ნატოს და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ბაზელის მმართველობის ინსტიტუტი 2025 წლის ფულის გათეთრების აღკვეთის ინდექსს (Basel AML Index) აქვეყნებს. ინდექსი ფულის გათეთრების რისკს ზომავს მსოფლიოს 177 ქვეყანასა და ტერიტორიაზე. რეიტინგში ქვეყნების...
1765956572
ახალი ამბებიჩერგოლეიშვილის პარტიის პროპაგანდისტი ეკლესიის წინააღმდეგ: ბუნებრივი და ლოგიკურია, რომ ნაციონალური ეკლესიების არსებობა თვალხილული რისკის მატარებელია
„ტაბულას“ რედაქტორი ლევან სუთიძე წერილს აქვეყნებს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმსახურება შეუჩერა. სუთიძე წერს, რომ...
1765955549
ახალი ამბებინინო წილოსანი: კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე
ნინო წილოსანი საქართველოსა და აშშ-ის შორის განსხვავების შესახებ კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ევროკომისრის ბოლო განცხადება იმის ნიშანია, რომ ბრიუსელში...






























