კახა კალაძე: ციხეში არავის წასვლა მიხარია - ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა და გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ
„ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ რამდენიმე დიპლომატის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისი შეფასებით, ზოგიერთი ქვეყნის ელჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ყოველგვარ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება.
„კატეგორიულად მიუღებელია ის დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ვისმენთ ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან. თავიანთი ქმედებები, განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველანაირ დიპლომატიურ საქმიანობას სცდება. ეს
წარმოუდგენელია და ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევაა. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს და აკეთოს ის საქმე, რისთვისაც არიან ჩვენს ქვეყანაში გამოგზავნილები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება თავად ელენე ხოშტარიას დაკავების საკითხს, დედაქალაქის მერი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას ქმედება მხოლოდ ბანერის დაზიანება არ ყოფილა, რადგან მან ხელი შეუშალა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიას.
„სხვადასხვა მოქმედება სხვადასხვა დროს იძენს სხვადასხვა მნიშვნელობას. ეს არ იყო უბრალოდ ბანერის, ან ფოტოს დაზიანება. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა. ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩვენ, პოლიტიკოსები, რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოფისთან მივსულიყავით, დაგვერბია, შეურაცხყოფა მიგვეყენებინა მათთვის, მათი პლაკატები და ბანერები დაგვეზიანებინა. თქვენ ცდილობთ, რომ 4 ოქტომბრის რევოლუციის მცდელობა წარმოაჩინოთ ისე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ღობის დაზიანება, მაგრამ რეალურად აღნიშნული ღობე დაზიანდა შენობაში შეჭრისთვის. მაგალითისთვის, რომ ავიღოთ საცხოვრებელი ბინა, ბინის კარი პირობითად, შეიძლება ღირდეს 300 ლარი, მაგრამ როდესაც მიზანმიმართულად ანგრევ მას და სხვის საცხოვრებელ სახლში შეჭრას ცდილობ, ეს განისაზღვრება, როგორც ყაჩაღობა, მას აქვს შესაბამისი მუხლი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი თქმით, ზრდასრული ადამიანები საკუთარ ქმედებებზე თავად იღებენ გადაწყვეტილებას და კანონის წინაშე პასუხსაც თავად აგებენ.
„ციხეში არავის წასვლა მიხარია, თუმცა ჩვენ, ყველანი ზრდასრული ადამიანები ვართ, ბავშვები არ ვართ და ჩვენ თავადვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ. ქალბატონ ელენე ხოშტარიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეღიარებინა ის, რაც გააფუჭა, გირაო გადაეხადა, თუმცა მან ასე ჩათვალა საჭიროდ და ასე გადაწყვიტა. ეს მისი უფლებაა. კატეგორიულად მიუღებელია ქმედებები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესში დაფიქსირდა - ჩემს საარჩევნო შტაბთან მივარდნები, ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენება, ბანერების დაზიანება და ა.შ. ჩვენ ხომ ვაშენებთ ცივილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც არჩევნების პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს საარჩევნო კამპანია. ჩვენ არავისთან მივვარდნილვართ და არ შეგვიშლია ხელი საარჩევნო კამპანიის პროცესში. ყველამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეკადრება და სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ოთხ შვილზე, ალბათ, ცოტა ადრე უნდა ეფიქრა ქალბატონ ელენეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1774515496
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: ევროპის უსაფრთხოების გარემო სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა სამხედრო ესკალაციამ კონტინენტი არა მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანის, არამედ შიდა პოლიტიკური სტაბილურობის კრიზისის წინაშე დააყენა
ექსპერტი დავით ჩიხელიძე ირან-ამერიკის ომის ევროპაზე ომის პოლიტიკური გავლენის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო 2026 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დ...
1774513888
ახალი ამბებითამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს
„დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს“, - განაცხადა სა...
1774512579
ახალი ამბებიშვედეთის და ნორვეგიის ელჩების უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში - ელჩები ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან
შვედეთის და ნორვეგიის ელჩები „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას მიმართ გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოები არიან. „განაჩენი არაპროპორციული და გაუმართლებელია“, - ამბობს საქართველოში ნორვეგიის ელჩი ბერლიო ჰ...
1774512022
მსოფლიოაბუ-დაბიში რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა - არიან დაღუპულები
აბუ-დაბიში ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, დაშავდა სამი ადამიანი. მედიასაშუალების ცნობით, რაკეტა არაბთა გაერთიანებული საამიროები...
1774511754
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია. დეპარტამენტის თავმჯდომარემ სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისა დ...































