პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 141,589 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეტადონს (ფუძე)“, საიდანაც ნაწილი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს, ხოლო ნაწილი სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერებების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774521316

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი - პოლიტიკურ ასპარეზზე ნებისმიერი წარმატება გაიზომება საზოგადოების მხარდაჭერით, ოპოზიციას ნდობა არ გააჩნია, ამიტომ გააგრძელონ სახლობანას თამაში

„პრეზიდენტობანასა და პრემიერ-მინისტრობანას თამაშის შემდეგ ალბათ სახლობანაზე გადავლენ, კიდევ მოიგონებენ რაღაც თამაშებს, რათა თავი გაიმხნეონ, ერთ მუჭა მხარდამჭერებსა და დავალების მიმცემებს, ვინც ქვეყნის...

 დავით მათიკაშვილი

1774518109

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე თავდასხმები ახლა არ დაწყებულა, მისი მიზანია, ქვეყანაში არ არსებობდეს ინსტიტუცია, რომელსაც მხარს დაუჭერს ხალხი, რომელსაც მოუსმენს და დაეყრდნობა

პატრიარქის ღვაწლი ერისა და ქვეყნის წინაშე და ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართული კამპანია - თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. პრემიერის განცხადებებზე შეფასებები კე...

არჩილ გორდულაძე

1774517411

ახალი ამბები

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 177-ე კმ-ზე ქვის ცვენის გამო, კ...

მოძრაობა

1774515496

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: ევროპის უსაფრთხოების გარემო სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა, ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა სამხედრო ესკალაციამ კონტინენტი არა მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანის, არამედ შიდა პოლიტიკური სტაბილურობის კრიზისის წინაშე დააყენა

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ირან-ამერიკის ომის ევროპაზე ომის პოლიტიკური გავლენის შესახებ წერს და აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო 2026 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოცდის წინაშე დ...

დავით ჩიხელიძე

1774513888

ახალი ამბები

თამარ ბაგრატიონი: დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ, ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება და სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს

„დამთავრდა გლობალური სამიტი, სადაც მოწვეული ვიყავი ამერიკის პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიერ. ჩემთვის ეს სამიტი იყო დიდი გამოცდილება, დიდი სიამაყე, რადგან წარმოვადგენდი საქართველოს“, - განაცხადა სა...

თამარ ბაგრატიონი