კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს“ თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

„ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როდის დასრულდება ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტი, თბილისის მერის თქმით, ყველა პროექტი, რასაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, აუცილებლად მივა ბოლომდე.

„საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პროექტები, რაც თბილისს უკავშირდება, აუცილებლად მივა ბოლომდე და განხორციელდება. ამჟამად იპოდრომის ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტირებისას
რამდენჯერმე გარკვეული ცვლილებები შევიდა. იქ განსაზღვრული იყო ფრანგული, იაპონური ბაღების პროექტის განხორციელება, თუმცა მოსახლეობას რაც შეიძლება მეტი მწვანე საფარი უნდოდა. მათი მოთხოვნები გათვალისწინებული იქნა. პროექტს ფონდი ახორციელებს, ეს არის მათი საჩუქარი თბილისელებს. წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ტერიტორია იყო კერძო საკუთრებაში, კონკრეტულ ადამიანებზე იყო გასხვისებული, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ჩატარებულიყო და კორპუსები აეშენებინათ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოისყიდა, აჩუქა მუნიციპალიტეტს და ძალიან მაგარი - ცენტრალური პარკის პროექტი კეთდება.

რაც შეეხება ჩვენს ოპონენტებს, მათ არ უნდათ, დაინახონ რეალობა. მესმის, რომ თქვენ ხედვის პრობლემები გაქვთ და ვერაფერს ხედავთ. შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და მაინც განვიცდი, რადგან ქართველები ხართ. თქვენსფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გული მაინც შემტკივა. თქვენ მუდმივად სიცრუეს ავრცელებთ, ხართ ცილისმწამებლები, მატყუარები და ქალაქისთვის სასიკეთო პროექტები არ გაინტერესებთ. მხოლოდ იმით ხართ დაკავებული, საზოგადოება შეცდომაში როგორ შეიყვანოთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772694645

ახალი ამბები

ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრც...

 ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1772694418

მსოფლიო

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ესპანეთი ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-სთან თანამშრომლობას დათანხმდა, რასაც მადრიდი უარყოფს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდთან სავ...

ესპანეთი ირანი

1772694085

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით,...

შინაგან საქმეთა მინისტრ

1772692951

საზოგადოება

აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1974 წელს...

დაკავება, პოლიცია

1772692543

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“ აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშ...

კეტამინიკეტამინი