კახა კალაძე თინა ხიდაშელზე: ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ

„ყველაზე დიდი ტერორისტები ამ ქვეყანაში არიან ზუსტად ეს ადამიანები, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ - ეს რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქვეყანაში მოღალატეობრივ ჯგუფს წარმოადგენს“, - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ დამფუძნებლის თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი განცხადებების ავტორები ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„არ ვიცი, ეს ხიდაშელი იქნება თუ სხვა, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში იქნება შემჩნეული და რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები მიუთითებს იმას, რომ ეს არის მოღალატეობრივი ქმედება, შენი სამშობლოსწინააღმდეგ წასვლა, ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ არც სამშობლო გააჩნიათ და არც ღირებულებები. ისინი არიან სხვა ქვეყნის სამსახურში დაქირავებული ადამიანები, მტრულ საქმიანობაში შემჩნეული, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, თავიანთი განცხადებებიდან გამომდინარე და ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772697370

საზოგადოება

კახა კალაძე პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე: ნებისმიერი სპორტსმენისთვის ყველა საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვანია, ამისთვის ყველაფერს აკეთებენ ისინი

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ზამთრის პარალიმპიურ თამაშებში საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მონაწილეობას. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულ თამაშებში ბოიკოტის გამოცხადების არანაირი საფუძ...

კახა კალაძე

1772695061

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველა პროექტი, რაც ფონდ „ქართუს“ თბილისში აქვს დაწყებული, აუცილებლად ბოლომდე მივა

„ყოფილი იპოდრომის ადგილას კორპუსები უნდა აშენებულიყო, ბიძინა ივანიშვილმა კი გამოისყიდა, თბილისს აჩუქა და იქ ცენტრალური პარკი მოეწყობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა....

კახა კალაძე

1772694645

ახალი ამბები

ტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრც...

 ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვება

1772694418

მსოფლიო

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ესპანეთი ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-სთან თანამშრომლობას დათანხმდა, რასაც მადრიდი უარყოფს

თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდთან სავ...

ესპანეთი ირანი

1772694085

ახალი ამბები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით,...

შინაგან საქმეთა მინისტრ