საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გეკა გელაძის ხელმძღვანელობით, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრში, საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილულ იქნა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საქმიანობის ანგარიში, შავ ზღვაზე არსებული ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და რისკები.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს, ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ასევე, განსაზღვრეს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის პრიორიტეტები და განიხილეს სამომავლო გეგმები. ამასთან, დამტკიცდა საბჭოს სხდომის რეგლამენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
სხდომას ესწრებოდნენ საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის საბჭოში შემავალი უწყებების მინისტრის მოადგილეები და შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დავით თამაზაშვილი.
საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) წარმოადგენს საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის უნიკალურ კონცეფციას, რომელსაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული და ოპერატიული დანიშნულება აქვს. უწყებათშორისი საბჭო კი სწორედ აღნიშნული ცენტრის საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს.
საბჭოს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა მინისტრი; მის შემადგენლობაში არიან - სასაზღვრო პოლიციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებები.
საზღვაო უსაფრთხოების უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ და საბჭოს წევრებმა, სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა და მცურავი საშუალებები დაათვალიერეს.
გეკა გელაძემ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
1772694645
ახალი ამბებიტყიბულში სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრც...
1772694418
მსოფლიოთეთრი სახლი აცხადებს, რომ ესპანეთი ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-სთან თანამშრომლობას დათანხმდა, რასაც მადრიდი უარყოფს
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ესპანეთი დათანხმდა ირანის ოპერაციასთან დაკავშირებით აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მადრიდთან სავ...
1772692951
საზოგადოებააფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით - 1974 წელს...
1772692543
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშ...
1772691887
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული...




























