ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტთან შეხვედრაზე: საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები

„დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772657357

ახალი ამბები

მაია ბითაძე თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს იყო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე უხეში მცდელობა

ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უპრეცედენტო მაგალითია, თან კერძო კომპანიებზეა საუბარი. ეს არის ერთ-ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობენ საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE” გა...

მაია ბითაძე

1772656938

ახალი ამბები

თემურ მღებრიშვილი: დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში დაიწვა დაახლოებით, 2 500 კვადრატული მეტრი ფართი. მისი თქმით,...

თემურ მღებრიშვილი

1772655923

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი „გრანტების შესახებ“ კანონზე: ცვლილებების ამ პაკეტს შეგვიძლია ვუწოდოთ დემოკრატიის დაცვის აქტი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რას ემსახურება აღნიშნული ინიცია...

შალვა პაპუაშვილი

1772654543

ახალი ამბები

დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შე...

თბილისში, დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სასაწყობე შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

1772654052

ახალი ამბები

მაია ბითაძე: ყოველდღიურად უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელსაც საქართველოში ვინარჩუნებთ სწორედ იმ კურსიდან გამომდინარე, რა კურსიც „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული

პირველ რიგში, ყველას მშვიდობა მინდა ვუსურვო რეგიონში მიმდინარე ძალიან რთული პროცესებიდან გამომდინარე. ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი ხდება, თუ რაოდენ დასაფასებელია ის სიმშვიდე და სტაბილურობა, რომელს...

მაია ბითაძე