კახა კალაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ვერავინ შეძლოს, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში გარედან ჩაერიოს.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს ყალბ მისამართებზე დარეგისტრირებული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების აღმოჩენასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„უკვე აღარაფერს ერიდებიან, პირდაპირ ამბობენ, რომ ეძებენ შავ ხვრელებს იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკის დასაფინანსებლად შემოიტანონ თანხები სხვადასხვა ფორმით და გზით. ეს წარმოუდგენელია. არცერთი ნორმალური, განვითარებული ქვეყანა ამას თავის მოქალაქეებს არ აკადრებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.
ჩვენც, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გარედან ჩარევა მაქსიმალურად შეიზღუდოს. არავის აქვს უფლება, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს, გარედან მითითებებს იძლეოდეს და პირდაპირ ფული იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იფუნქციონიროს არასამთავრობო სექტორმა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება დასავლურ ფინანსურ წყაროებთან წვდომას შეუზღუდავს, მერი პასუხობს, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა კანონის ფარგლებში უნდა იმოქმედონ.
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩვეულებრივად შეუძლიათ არსებობა. არსებობს კანონი, უნდა დარეგისტრირდნენ და გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი. ძალიან მარტივია, კეთილი უნდა ინებონ, დარეგისტრირდნენ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ვისგან იღებს ფულს და რა კონკრეტულ პროექტებში ხარჯავს.
დაივიწყეთ ის დრო, როცა ვიღაცებს აქ თანხები შემოჰქონდათ, ვითომ რაღაც კეთილი საქმეებისთვის და ხან ტელევიზიები ფინანსდებოდა, ხან პოლიტიკური საქმიანობა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა. მორჩა, ასე ვეღარ გაგრძელდება. სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და არავის მისცემს შესაძლებლობას, გარედან უხეშად ჩაერიოს და სახელმწიფო გადატრიალებები მოაწყოს.
ჩემი ქვეყნისთვის ყველა მტერია, ვინც არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისა და მოსახლეობის უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რომ გარედან შემოდიოდეს თანხები და იხარჯებოდეს, მაგალითად, სარწმუნოების, ეკლესიის წინააღმდეგ, იხარჯებოდეს ქართულ პოლიტიკაში, გაუმჭვირვალე თანხები, ვითომ სასიკეთო პროექტების განსახორციელებლად და რეალურად იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის რამდენიმე მცდელობა, საზოგადოების გახლეჩის, დაპირისპირების.
მომიყვანეთ ერთი ნორმალური ევროპული სახელმწიფოს მაგალითი, სადაც დაშვებულია გარედან შიდა პოლიტიკის დაფინანსება. არ არსებობს ასეთი. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, არავის მისცემს უფლებას, ჩაერიოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა თბილისის მერმა.
1769796064
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: 60 წელი არ არის მხოლოდ წარსულის შეჯამება, ეს არის მომავლისკენ მიმართული პასუხისმგებლობაც - დღეს ჩვენ ვზეიმობთ მეტროპოლიტენის არა მხოლოდ იუბილეს, არამედ იდეას
„დიდი პატივია დღეს აქ დგომა და თბილისის მეტროპოლიტენის 60 წლის იუბილეს თქვენთან ერთად აღნიშვნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი...
1769795173
ახალი ამბებიპრემიერი: სერიოზული პრეტენზიები გვესმოდა განათლების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბათ გაირკვა,რომ თურმე თსუ ყოფილა ჰარვარდი,სტუ - კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი - ოქსფორდი, ოპონენტების კამპანია სიყალბეზეა აგებული
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანობაში სისტემის ოპტიმიზაციას, - ამის შესახებ საქართ...
1769793651
ახალი ამბებიკახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია - დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას
მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან,...
1769792980
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით
იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...
1769792858
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები
ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...































