ირაკლი კობახიძე: საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, ეს არის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა და ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულებაა, დაიცვას ქვეყნის სუვერენიტეტი

მაგალითად, თუ სტუდენტი იღებს სტიპენდიას, მას არ შეეხება საკანონმდებლო ცვლილებები, ამიტომ სიცრუეა, რომ ვინც რაიმე ტიპის დაფინანსებას იღებს, ყველას შეეხება აღნიშნული ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს.

„თუ კონკრეტული ადამიანი იღებს უცხოურ დაფინანსებას პოლიტიკური შინაარსის გავრცელებისთვის, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება გახდეს ამ კანონის რეგულირების საგანი. პოლიტიკა არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს, ძალიან მარტივად არის აქ საქმე.

კანონი ადგენს, რომ პოლიტიკა გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს და პოლიტიკა რა არის, ძალიან მარტივადაა ასევე კანონით განმარტებული. თუ არის პოლიტიკური შინაარსი, გარედან არ უნდა ფინანსდებოდეს. თუ ასეთ ფაქტთან გვექნება საქმე, ბუნებრივია, ამაზე გავრცელდება იმ კანონის მოქმედება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ქვეყნის გარედან ფინანსდება პოლიტიკური აქტივობები, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა, რომ დაიცვას თავისი ქვეყნის სუვერენიტეტი.

„მაგალითად, პოლიტიკური შინაარსის პოდკასტი თუ ვრცელდება და, მათ შორის, მისი რეკლამირება თუ ფინანსდება ქვეყნის გარედან, ეს არის თავისი შინაარსით პოლიტიკის ქვეყნის გარედან დაფინანსება, რაც არის ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა.

თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ პოდკასტი, ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ წერთ პოლიტიკური შინაარსის პოდკასტს, მაშინ არ უნდა მიიღოთ უცხოური დაფინანსება ამ პოდკასტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ჩარევა საქართველოს სუვერენიტეტში. მაგალითად, კანონში ძალიან დიდი ხანია წერია, რომ უცხოეთიდან პარტიის დაფინანსება არ შეიძლება, იგივეა აქაც და ეს რატომ არის გაუგებარი.

საქართველოს მოქალაქეს პოლიტიკურ აქტივობას გარედან არ უნდა უფინანსებდნენ, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპის დარღვევა, შესაბამისად, აქ საქმეში შემოდის ხელისუფლების კონსტიტუციური ვალდებულება - დაიცვას საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769793651

ახალი ამბები

კახა კალაძე: 60 წლის წინ თბილისში მეტრო გაიხსნა და ამით დაიწყო დედაქალაქის თანამედროვე სატრანსპორტო ისტორია - დარწმუნებული ვარ, გზა, რომელსაც ახლა გადის მეტროპოლიტენი, ხვალ აუცილებლად სასიკეთოდ შეცვლის თბილისის ცხოვრებას

მიმდინარე წელს თბილისის მეტროს გახსნიდან 60 წელი შეუსრულდა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან,...

კახა კალაძე

1769792980

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვფიქრობთ, არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, ჩვენ გვაქვს სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე და ბოლომდე ვიმოქმედებთ ამ სოციალური პასუხისმგებლობით

იმ შეხვედრებიდან, რომლებიც უკვე გაიმართა, ვფიქრობთ, რომ არსებობს სივრცე ფასების შემცირებისთვის, ამაზე გაგრძელდება მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1769792858

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, ამას გაურბიან სწორედ ეს ორგანიზაციები

ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია პირდაპირ თუ ირიბად პოლიტიკასთან, უნდა იყოს გამჭვირვალე საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუც...

ირაკლი კობახიძე

1769791423

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 9 თანამშრომელს ღირსების ორდენები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თბილისის მეტროს 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდ...

მიხეილ ყაველაშვილი

1769791084

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2 800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფ...

ირაკლი კობახიძე