კახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ვ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით - 1978 წელს დაბადებული გ.გ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776155240

ახალი ამბები

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლ...

ლაშა ხუციშვილი

1776154262

ახალი ამბები

ქართული ღვინის ხარისხის შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან - სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 64 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ სადეგუსტაციოდ წა...

ექსპორტი

1776152418

მსოფლიო

ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანი, ჰორმუზის სრუტის დაკეტვით, ეკონომიკურ ტერორიზმს ეწევა

„ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის დაბლოკვით ეკონომიკური ტერორიზმის აქტს ახორციელებს“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა. ჯეი დი ვენსის თქმით, თუ ირანელები ეკონომი...

 ჯეი დი ვენსი

1776151658

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი ვერონაში იტალიელ კოლეგას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იტალიის რესპუბლიკაში, ქ, ვერონაში გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის „Vinitaly“ ფარგლებში, იტალიის რესპუბ...

დავით სონღულაშვილ

1776151146

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევები ხობის მუნიციპალიტეტში გამ...

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ