ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ საუბრისას.

როგორც მან აღნიშნა, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანიკის ხელმძღვანელ პირებთან.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვისაუბრებთ მიმდინარე თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მსოფლიო ბანკთან საუბარი გვექნება საქართველოში მიმდინარე პროგრამებზე, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, რომელსაც აქვს საკმაოდ ამბიციური მიზნები. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან აქტიურ თანამშრომლობას როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ისე მსოფლიო ბანკთან. გარდა ამისა, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებთან, სადაც მათ გავაცნობთ საქართველოში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას და სამომავლო პროგნოზებს. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები ძალიან აქტიურები არიან საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებით. მათ აქვთ საკმაოდ დიდი დაინტერესება, რაც გამოჩნდა უახლოესი ევრობონდების გამოშვებისას. ასევე დიდია დაინტერესება ჩვენი ადგილობრივი ფასიანის ქაღალდების მიმართ,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან, სადაც განიხილება საქართველოს საკრედიტო რეიტინგები და მათი შემდგომი პერსპექტივები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776163325

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების მდგომარეობას

ლევან იოსელიანის თქმით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრისას რამდენიმე საკითხს გაესვა ხაზი, მათ შორის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეებისა და პროტესტის შედეგად დაკავებ...

ლევან იოსელიანი

1776162809

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი

„ელექტროდამოუკიდებლობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. ეს ევროკავშირმა აღიარა როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია...

	ლევან მაჭავარიანი

1776162303

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობისა ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატუ...

პროკურატურა

1776162271

საზოგადოება

მეუფე შიო: ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, იმ სასწაულების მეშვეობით, უფალი გვახსენებს, რომ ის არ ტოვებს თავის შექმნილ სამყაროს, არ ტოვებს საქართველოს

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მახათას ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩ...

მეუფე შიო

1776162234

საზოგადოება

ჩხოროწყუში სასაკლაოს გვერდის ავლით საქონლის დაკვლის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, შსს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენ...

სასაკლაო