კახეთის პოლიციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული ლ.ბ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურგენიანში არსებულ დაცულ ტერიტორიაზე, უკანონოდ გაჩეხა მუხის და კოპიტის ჯიშის ხეები. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული ხის მორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1770496607
ახალი ამბებიდღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდება. დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მე...
1770495705
ახალი ამბებიისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია
ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია. ზამთრის ოლიმპიადის გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცოტა ხნის წინ იასპარეზა ნიკა ეგაძემ. ქართველმა ფიგურუ...
1770495170
ახალი ამბებინიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს. მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და ს...
1770493140
მსოფლიოAxios: ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ დაწყებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შესაძლოა, 18 თებერვალს შეხვდნენ, სანამ ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრას მოიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას...
1770491571
მსოფლიო„ომამდე ბოლო არჩევნები“ - ორბანის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება
ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაებმება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზ...






























