სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.ბ., 1990 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1985 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770495705

ახალი ამბები

ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია

ისტორიაში პირველად საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები გუნდური ასპარეზობის ფინალშია. ზამთრის ოლიმპიადის გუნდური ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცოტა ხნის წინ იასპარეზა ნიკა ეგაძემ. ქართველმა ფიგურუ...

 საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრები

1770495170

ახალი ამბები

ნიკა ეგაძემ ოლიმპიადის გუნდურ ტურნირში 84,37 ქულა მოიპოვა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ასპარეზობა მიმდინარეობს. მოკლე პროგრამაში საქართველო ნიკა ეგაძემ წარადგინა. მისი გამოსვლა 84.37 ქულით შეფასდა და ს...

ნიკა ეგაძე

1770493140

მსოფლიო

Axios: ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ დაწყებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, შესაძლოა, 18 თებერვალს შეხვდნენ, სანამ ტრამპი „მშვიდობის საბჭოს“ პირველ შეხვედრას მოიწვევს, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ტრამპი ტრამპი

1770491571

მსოფლიო

„ომამდე ბოლო არჩევნები“ - ორბანის განცხადებით, არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება

ბრიუსელში უკვე შემუშავებულია გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაებმება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქალაქ სომბატჰელიში, „ომის საწინააღმდეგო მიტინგზ...

ორბანი

1770489914

ახალი ამბები

ირაკლი გოგავა: აშშ-სთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება. არ არის გამორიცხული ზეწოლის შედეგად ევროპელები აიძულონ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს ჩინური საქონლის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ჩინეთის როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ეკონომიკური შეკავება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ. გოგავას თქმით,...

ირაკლი გოგავა