საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია
2026 წლის იანვრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 140.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები, დაახლოებით 6.3 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სები რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0 მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში 167.4 მლნ-ის, ნოემბერი 308.2 მლნ-ის, დეკემბერში 361.0 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის განმავლობაში წმინდა შესყიდვებმა 2,432.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წმინდა შესყიდვების იანვრის სტატისტიკა კი 25 თებერვალს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - იანვრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2026 წლის იანვრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 18.1%-ს (1,143.2 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან დაახლოებით 2.3-ჯერ, 643.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 მარტს გამოაქვეყნებს.
1770385040
ახალი ამბებიწულუკიანი ჟორჟოლიანს: რაო, ქ-ნო ნანული, ტყუილი ყოფილა, რომ 1990 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მამაჩემმა „დახვრიტა" შენ მიერ გამოქვეყნებული სიის „საწყალი ბიჭები“ - კრიმინალები, რომლებზეც მტკიცებულება წარვადგინეთ, რომ ცოცხლები არიან?!
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში სასამართლო პროცესზე წერს, სადაც მხარე ნანუკა ჟორჟოლიანი იყო. „დღეს, სასამართლო დარბაზში, ამ, ვარსკვლავებიანი შეიდიშის მესაკუთრემ დააღო პ...
1770383993
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6870 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6876 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1770383569
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო: „ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება“
8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, - აღნიშნულია გაფრთხილებაში, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „8 თებერვლიდან 10 თებერვლის დილამდ...
1770381935
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა: „გრანტების შესახებ“ კანონის რეგულირების საგანს წარმოადგენს მხოლოდ ის უცხოური ფინანსური სახსრები, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებაზე პოლიტიკურ ზეგავლენას, საქართველოს შიდა ან საგარეო პოლიტიკაში ნეგატიურ ჩარევას
მინდა, გამოვეხმაურო „გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელსაც მოყვა უამრავი გაუმართავი ინტერპრეტაცია, როგორც ადგილობრივი უსამშობლოებისგან, ასევე აგენტურული ექსპერტების მხრიდან, -...
1770380214
სპორტიოლიმპიადაზე, ფიგურული ციგურაობის გუნდურ ტურნირზე, დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვაში იასპარეზა
მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურული ციგურაობის გუნდური ტურნირი დაიწყო. საქართველოს ნაკრებიდან პირველმა დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა იასპარეზა. რიტმულ ცეკვაში მათ მსაჯებისგან 78,...





























