კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი

კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 7 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 7 პირი.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ასევე, დიდი ოდენობით „მარიხუანას“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული არიან: 1958 წელს დაბადებული ჯ.მ. და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირები: 1980 წელს დაბადებული გ.კ., 1992 წელს დაბადებული გ.ფ., 1967 წელს დაბადებული კ.ხ., 1973 წელს დაბადებული გ.ა., 1996 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ბ., და 1983 წელს დაბადებული ი.ქ.
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის: ცეცხლსასროლი პისტოლეტები, სანადირო თოფები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი რაოდენობით ვაზნები და ამფეთქი ფალია.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და „გამომშრალი მარიხუანა“. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1748629545
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სარწმუნოების განმტკიცება და მისდამი ყურადღება ჩვენი ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მისი დაცვა საქართველოს ეროვნული ინტერესია
„მოხარული ვარ, რომ წილად მხვდა პატივი გამოვსულიყავი და სიტყვა წარმომეთქვა დღევანდელ კონფერენციაზე და საქართველოს პარლამენტის სახელით წარმომეჩინა ის განსაკუთრებული დამოკიდებულება და ურთიერთობა, რაც გაგ...
1748628798
ახალი ამბებინინო წილოსანი მარიამ ლაშხზე განხორციელებულ თავდასხმაზე: ვიმედოვნებ, საერთაშორისო დონორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ყველანაირ უკანონო აქტივობას თავის სახელს დაარქმევენ
„იმით შეგულიანებულები, რომ არასდროს ისჯებიან, მარიამ ლაშხს და მის შვილებს მიუვარდნენ. კანონის მიხედვით, შესაბამისი სასჯელი რომ მიესაჯათ, დაირაზმნენ და ახლა, თავიდან ესხმიან თავს“, - წერს პარლამენტის ვ...
1748626553
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „წინააღმდეგობის პლატფორმაზე“: 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები ცდილობენ საკუთარი ქვეყანა რაიმე ფორმით დააზიანონ
„ღალატში გაწაფული ზურაბიშვილი და მისი ამფსონები კვლავაც ითხოვენ სამშობლოს ღალატს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა, რითაც გამოეხმაურა...
1748624913
ახალი ამბებითეა წულუკიანი: დროა, მავნებლებმა დაასრულოთ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა, დაეტიეთ თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ
„დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს“,...
1748623284
ახალი ამბებილევან ნიკოლეიშვილი აქტივისტებისთვის 12-დღიანი პატიმრობის შეფარდებაზე: რას ნიშნავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატზე მივარდნა-შეურაცხყოფა და როგორ მოქმედებს კანონი სამართლებრივ სახელმწიფოში, ყველამ უნდა გაიგოს
„დღეს საკანში 12 დღით გააწესეს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, თავისი რადიკალიზმით გამორჩეული ვინმე თათია აფრიამაშვილი. ცნობისათვის ეს ის პირი გახლავთ, რომელიც დეპუტატ მარიამ ლაშხს კაფეში შეუვარდა, როდე...