შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით, იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც, პოლიციის საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება

იქ, სადაც პოლიცია ღირსეულად ასრულებს თავის მოვალეობას, მოქალაქე მშვიდად ცხოვრობს, საზოგადოება თავისუფლად ვითარდება და სახელმწიფო მტკიცედ დგას საკუთარ ფუნდამენტზე. თანამედროვე სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება – თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერცერთი ვერ იარსებებს ძლიერი, პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს.

„სახელმწიფოს სიმტკიცე იწყება კანონის პატივისცემით. იქ, სადაც ძლიერია სამართალი, ძლიერია სახელმწიფოც. თქვენი საქმიანობა სწორედ ამ პრინციპს ემსახურება. თქვენ იცავთ არა მხოლოდ წესრიგს, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ არაერთი გამოწვევა გაიარა. რეგიონში არსებული მძიმე უსაფრთხოების გარემო, საერთაშორისო არასტაბილურობა, ჰიბრიდული საფრთხეები, დეზინფორმაცია, რადიკალიზმი – ეს ყველაფერი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს სამართალდამცავ სისტემას. ასეთ ვითარებაში პოლიციის პროფესიონალიზმს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780248933

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...

მიხეილ ყაველაშვილი

1780248853

ახალი ამბები

პრემიერი: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა

გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამი...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1780248779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...

ირაკლი კობახიძე

1780248296

ახალი ამბები

მათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა

ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...

დავით მათიკაშვილი

1780246375

ახალი ამბები

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...

 მზრუნველობის სააგენტო