სულხან თამაზაშვილი სამართალდამცველებს: გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება.

„მე, როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები, მხარდაჭერა და დაფასება. ამ მიმართულებით
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და მთავრობის მხარდაჭერა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო გავაძლიეროთ სამართალდამცავი სისტემა.

დიდი პატივისცემით მინდა მივმართო პოლიციის ვეტერანებს - ადამიანებს, რომლებიც წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურნენ ქვეყანას და შექმნეს ის გამოცდილება, რასაც დღევანდელი ქართული პოლიცია ეფუძნება.

ასევე, განსაკუთრებულად მინდა, მივულოცო ეს დღე პოლიციელების ოჯახებს. რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად იზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობასა და სირთულეებს, რაც თან სდევს ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს. გისურვებთ წარმატებას განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეში“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780248994

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო სამ უმთავრეს საყრდენს ეფუძნება - თავისუფლებას, სამართლიანობას და მართლწესრიგს. ამ სამიდან ვერც ერთი ვერ იარსებებს პროფესიონალი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პოლიციის გარეშე

პოლიციელზე გადის ის უხილავი ზღვარი, რომელიც წესრიგს ქაოსისგან, სიმშვიდეს ძალადობისგან და კანონს თვითნებობისგან იცავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღის...

შალვა პაპუაშვილი

1780248933

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...

მიხეილ ყაველაშვილი

1780248853

ახალი ამბები

პრემიერი: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა

გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამი...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1780248779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...

ირაკლი კობახიძე

1780248296

ახალი ამბები

მათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა

ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...

დავით მათიკაშვილი