კახა კალაძე: ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი - ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა

„ძვირფასო პოლიციელებო, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულებისა და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ თარიღს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყნის გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი, რადგან ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ბატონ მინისტრს, ყველას, ვინც ღირსეულად ატარებს პოლიციელის წოდებას და კეთილსინდისიერად, თავდადებით ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ხალხს.

პოლიციელის დღეს ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, რადგან ჩვენი სახელმწიფოს განვითარებასა და გაძლიერებაში განსაკუთრებულია ქართული პოლიციის როლი. ძლიერი სახელმწიფოს საფუძველი სწორედ კანონის დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სტაბილური გარემოს შექმნაა მოქალაქეებისთვის.

ძვირფასო პოლიციელებო, სწორედ ამიტომ, თქვენი სტატუსი სცდება პროფესიულ ჩარჩოებს. დღეს ჩვენ აღვნიშნავთ არა მხოლოდ პროფესიულ დღეს, არამედ სამშობლოს მსახურების, ერთგულების და თავდადების სიმბოლოდ ქცეულ
თარიღს, რომელიც შემთხვევით არ მოსდევს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით საქართველოს ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის! ღმერთი იყოს თქვენი, თქვენი ოჯახების და სრულიად საქართველოს მფარველი! მინდა, მოვიხსენიო სამშობლოს სამსახურში დაღუპული პოლიციელები, დიდება მათ ხსოვნას!“, - აღნიშნა თბილისის მერმა სიტყვით გამოსვლისას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780248933

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს იმ ფასდაუდებელი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის განმტკიცებაში შეგაქვთ

თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვათ და გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყავე...

მიხეილ ყაველაშვილი

1780248853

ახალი ამბები

პრემიერი: სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა

გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამი...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე

1780248779

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღეს სხვათა გადასარჩენ...

ირაკლი კობახიძე

1780248296

ახალი ამბები

მათიკაშვილი: რადიკალებს, „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, სააკაშვილს და მისი სადისტური მთავრობის ოდიოზურ სახეებს არ შეიძლება საქართველოში ჰქონდეთ მხარდაჭერა

ორი თვეა, აანონსებენ აქციას რადიკალები, ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ყოველდღიურად აუწყებდნენ, რომ გრანდიოზულ აქციას მოაწყობდნენ და შედეგად მიიღეს ის, რაც იყო მოსალოდნელი ერთი მარტივი მიზეზის გამ...

დავით მათიკაშვილი

1780246375

ახალი ამბები

„სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ბავშვები გაახარა

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ა(ა)იპ „სოციალური მზრუნველობის სააგენტომ“ სოციალური შემწეობის მიმღები ბავშვები გაახარა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსა...

 მზრუნველობის სააგენტო